"ამ ინტერვიუს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ოთახში ვწერდით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკლასო ოთახი იყო, მაგრამ დაკვირვების გარეშეც მიხვდებოდით, რომ ამ სკოლის საუკეთესო თავგადასავლები სწორედ აქ იწყება, გრძელდება და, როგორც მოსწავლეები ამბობენ, არასდროს მთავრდება. ამ ყველაფრის ღერძი 2017 წლის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთ-ერთი, ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძეა, თუმცა თვითონ თავს ამ პროცესის მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟად მიიჩნევს, მთავარი გმირები კი მისი მოსწავლეები არიან.
ეს ოთახი სკოლის კლუბია, ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თავშეყრის ადგილი, სადაც ან გაკვეთილის 45 წუთში ვერმოსწრებული თემები გრძელდება, ან კლასგარეშე აქტივობები იმართება. კლუბის კედლები უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ვიზუალური მასალითაა სავსე. ათვალიერებ და ხვდები, რომ მათთვის არ არსებობს დახურული თემა: რასიზმი, თანასწორობა, თანამედროვე ტექნოლოგიები. და ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალის გვერდითაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ბავშვებს ქვეყნის წარსული ისევე აინტერესებთ, როგორც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები.
არ არის იოლი, თანამედროვე ბავშვი საუკუნეების წინანდელი ამბებით ისე დააინტერესო, რომ არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ კვლევის სურვილიც გაუჩნდეს. ნინო აბულაძემ ეს შეძლო – მისი მოსწავლეები აქ არა მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, არამედ შაბათ-კვირასაც მოდიან, რათა გაკვეთილის ქრონომეტრაჟის მიღმა დარჩენილი ინტერესი დაიკმაყოფილონ.
მაგალითად, ჩაუტარებიათ სიმულაციური როლური თამაში არმაზის კერპის მსხვრევის თემაზე. მოსწავლეები ჟურნალისტებად გადაიქცნენ და საკითხის გასაშუქებლად მეოთხე საუკუნეში გადაინაცვლეს. გამოიკვლიეს მომხდარი, დააფიქსირეს თვითმხილველთა კომენტარები, იაზროვნეს კრიტიკულად და შედეგად მოამზადეს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დასკვნასაც საბოლოოდ ტერორისტულ აქტამდე მივყავართ. მასწავლებელმა კი საუკეთესო შედეგი მიიღო: ამ თამაშისმაგვარი გაკვეთილის წყალობით მოსწავლეები არა მხოლოდ დაინტერესდნენ არმაზის თემით, არამედ სიღრმისეულადაც შეისწავლეს და ფანტაზიასაც ბოლომდე მისცეს გასაქანი.
ჰქონდათ კიდევ ერთი მსგავსი აქტივობა: თამარ მეფის ეპოქა ფეისბუკზე გააცოცხლეს. შექმნეს თავად თამარის, გიორგი რუსის, დავით სოსლანის, ყუთლუ არსლანის, აფრიდონისა და სხვათა პროფილები. თავად ნინო აბულაძე გიორგი მესამეს თამაშობდა. მან თამარი მხოლოდ შემოუშვა თამაშში, დანარჩენი კი მოსწავლეებს მიანდო.
ნინო აბულაძე არ მალავს, რომ მასწავლებლობის დასაწყისში ჩვეულებრივ ლექციური ტიპის გაკვეთილებს ატარებდა და არაფორმალურ სწავლებაზე არც ფიქრობდა. საერთოდ, მასწავლებლობასაც არ აპირებდა, ეთნოგრაფობასა და ქვეყნის შემოვლაზე ოცნებობდა. თუმცა 26 წლისამ სკოლაში დაიწყო მუშაობა და ყველაფერი შეიცვალა."
ინტერვიუ ჩაწერა ეკა ვეკუამ
სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://mastsavlebeli.ge/?p=22040&fbclid=IwAR3tUdZiCYzfzKC1fTKLkO5BAIaz4ysq0uN6Vi1eEZlHIUGJn61G0MmE8iY
March 6, 2020 at 1:09 AM
If you're looking to burn fat then you absolutely need to try this totally brand new tailor-made keto plan.
To produce this service, licensed nutritionists, fitness couches, and professional cooks joined together to develop keto meal plans that are powerful, convenient, economically-efficient, and fun.
Since their launch in January 2019, thousands of clients have already remodeled their figure and well-being with the benefits a certified keto plan can offer.
Speaking of benefits; in this link, you'll discover eight scientifically-tested ones provided by the keto plan.