მასწავლებლის
ეროვნული ჯილდოს ფინალისტი
ხუთეული -2017
2015 წელს კორპორაცია მაიკროსოფტმა საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებისა და ინოვაციური მეთოდებით მუშაობისთვის ექსპერტ-მასწავლებლის ტიტული მომანიჭა.
უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც პირველად ,,შევდგი ფეხი” სკოლაში, როგორც მასწავლებელმა . აგერ უკვე 17 წელია რაც ამ სკოლაში ვარ და ვფიქრობ ყველაზე საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმეს ვემსახურები. ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ დამეგეგემა გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლეს პირველ რიგში შეყვარებოდა ჩემი საგანი, ადვილად გაეგო გაკვეთილი , საინტერესო ყოფილიყო მისთვის ჩემგან მიწოდებული მასალა და რაც მთავარია, ჩართული ყოფილიყო საგაკვეთილო პროცესში.ამიტომ ყოველთვის მზად ვარ ყველა ახალ წამოწყებაში ჩავერთო და სიახლეები ჩემს მოსწავლეებამდე მივიტანო, დავგეგმო მათთან ერთად საინტერესო გაკვეთილები, პროექტები და განვახორციელო
ჩემი პროფესია ისტორიკოსობაა, ამიტომაც მიზნად დავისახე -ჩემმა მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ქვეყნის ისტორია არა მხოლოდ წიგნის ფურცლებიდან და სურათებიდან, არამედ თავად უნდა ნახონ საკუთარი თვალით , ადგილზე უნდა გაეცნონ ისტორიულ ძეგლებს, ექსპონატები მუზეუმში უნდა შეისწავლონ და საქართველოს ყველა კუთხე ფეხით უნდა მოიარონ, საბედნიეროდ, ნაწილობრივ ამის განხორცილებას ვახერხებ, რაც ჩემს პროექტებში თვალნათლივ ჩანს.
რეფორმები, რომელიც სკოლაში ტარდება მიმართულია მოსწავლეების საკეთილდღეოდ, არის ხარვეზები, რომელიც საგაკვეთილო პროცესში იჩენს თავს, ამიტომ ვცდილობ კარგად დავინახო სად რა პრობლემა ჩნდება, სად რა დახმარებაა საჭირო, ვცდილობ სხვა მასწავლებლებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება , მახსოვს 2006 წელს, ოქტომბერში ,,რუსთავი-2” -მა მოახდინა პირდაპირ ჩართვა ეთერში ჩემი გაკვეთილისა-რომელისც ჩატარდა მე-VII სარეფორმო კლასში. მოგვიანებით გამეორებული იქნა საინფორმაციო გამოშვებებში, რომლითაც გაბათილდა ის მოსაზრება, რომ სარეფორმო კლასებში პრობლემები იქმნებოდა გაკვეთილის ჩატარების ხარისხისა.მასწავლეებლს შეუძლია ჩაატაროს კარგი, ხარისხიანი გაკვეთილი , თუ მას ამის სურვილი გააჩნია , თუ მას უყვარს თავისი საქმე, ყევლა რეფორმას აუღებს ,,ალღოს”, მე მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, მასწავლებლობა დღეს არ ითვლება ,,პრესტიჟულ” საქმიანობად, იმედი მაქვს ეს დროებითი მოვლენაა .
"მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე, რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ როგორც ჩვენ მას ვასწავლით, არ არის რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი. წარსული არასოდეს არ შეიძლება აღვადგინოთ მთელი სიზუსტით და ისტორიის სწავლება არასოდეს შეწყდება – შეუძლებელია ისტორიის სრული და საბოლოო შეცნობა.ისტორია აუცილებლად მიკერძოებულია, ვინაიდან მისი მოწმეები არასოდეს არ არიან მიუკერძოებლები... ისტორიას წერენ ცოდვილი და სუბიექტურად განწყობილი ადამიანები". დოქტორი დევიდ ლოუვენტალი
October 13, 2013 at 8:27 AM
წარმატებულ ქალბატონს კიდევ უამრავი წარმატება!
October 18, 2013 at 7:55 AM
დიდი მადლობა
December 17, 2013 at 11:49 AM
წარმატებებს გისურვებ ნინო <3 <3 <3
May 15, 2014 at 9:12 AM
გისურვებთ წარმატებებს.
July 13, 2014 at 3:12 AM
tqveni saxit yvela warmatebul pedagogs vusurveb gamartlebodes gnatlebis reformis molodini, uamrav warmatebas gisurvebt
August 10, 2014 at 2:53 AM
დიდი მადლობა . გისურვებთ წარმატებას
April 4, 2017 at 1:15 AM
აღტაცებული ვარ თქვენი საქმიანობით. სამაგალითო ბრძანდებით. წარმატებას გისურვებთ .
January 25, 2018 at 5:05 AM
კვლავ და კვლავ წარმატებები, ქალბატონო ნინო!
September 12, 2018 at 9:56 AM
გაიხარეთ, კვლავ და კვლავ უამრავი წარმატება.