სასწავლო პროცესის დაგეგმვა

სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი პროცესი ეფექტურია და ხელს უწყობს ჩემ პროფესიულ ზრდას ; სასწავლო წლის დასაწყისში რამდენიმე დონეზე ვახდენ დაგეგმვას, ესაა წლიური გეგმა, ანუ სილაბუსი; თემატური, კვირის და გაკვეთილის გეგმები ;  ზოგადად დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას , მის გამდიდრებას და მრავალფეროვნებას , საშუალებას მაძლევს გადავხედო ჩემ გამოცდილებას ,  შევაფასო ჩემი სამუშაო პროცესი და საჭიროების შემთხვევაში შევიტანო სიახლე ;
   სილაბუსი(საგნის გეგმა) -(ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმეს ჩამონათვალს , ნუსხას , შეჯამებას) კერძოდ მასწავლებელი ადგენს ზოგად ჩარჩოს , თუ რას განიხილავს მთელი სასწავლო წლის მანძილზე თავის მოსწავლეებთან ერთად .სილაბუსი ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას , ასევე უნდა ჩანდეს მასწავლებლის გამოცდილება და შეხედულებები;   სილაბუსი სასწავლო პროცესის ძირითად ელემენტია. ის განსაზღვრავს საგნის სწავლების გეგმას,  გარდა ამისა  სილაბუსი მასწავლებლს ეხმარება  გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ასწავლოს მოსწავლეს , რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორეს მხრივ, სილაბუსის მეშვეობით სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია  შეამოწმოს მასწავლებლის მუშაობის ხარისხი და ბოლოს, სილაბუსი ქმნის თავად საგნის სწავლების განვითარების წინაპირობებს. სილაბუსის შედგენისას მასწავლებელს შეუძლია თავად შეიმუშაოს ნებისმიერი ფორმატი, სქემა, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს ძირითადი მიმართულებები, ზოგადად გთავაზობთ შაბლონის ერთ-ერთ სახეს , რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს,  ჩემი დაწერილი  სილაბუსები ზოგადად ოდნავ განსხვავებულია .. არჩევნში თავისუფალი ხართ, მთავარია რა მიზანიც გაქვთ იმის შედეგზე გახვიდეთ, ცდომილებაც მეტ ნაკლებად შეიძლება მოხდეს, მაგრამ მერწმუნეთ სამუშაო პროცესში სწორედ ჩვენი სილაბუსი გვეხმარება გაკვეთილების უკეთ დაგეგმვასა და ჩატარებაში.
  გთავაზობთ სილაბუსის შაბლონს ;

             


  თემის გეგმა   (კალენდარული თემატური გეგმა ) მოიცავს მთელი წლის მანძილზე განსახილველ მსხვილ თემებს ; ამ თემების შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია
თემის სათაური

  • თემის შესწავლის მიზნები, ამოცანები და შედეგები
  • განსახილველი ინფორმაციის მოკლე შინაარსი
  • თითოეული განსახილველი თემისთვის გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები 
  • ყოველი თემის შესწავლისათვის საჭირო სასწავლო მასალა 
  • შეფასების სისტემის აღწერა (შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები)
  • კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებებისადმი გეგმის ადაპტირება 
  • თვითსეფასება ( რა პერიოდულობით და რა მეთოდებით მოახდენს მასწავლებელი თვითშეფასება)
 გთავაზობთ ხობის  რაიონის ქართული ეისა და ლიტერატურის მასწავლებლის , ეკა ცხადაიას მიერ შექმნილ თემატური კალენდარული გეგმის შაბლონს



       

             

 მე-5 კლასი. სილაბუსი და კალენდარული თემატური  გეგმა                                              






0 Response to "სასწავლო პროცესის დაგეგმვა "

Post a Comment