გაკვეთილის დაგეგმვა აუცილებელია, ის ჩვენ გვეხმარება -სასწავლო პროცესი გავხადოთ მრავალფეროვანი,მოსწავლის სწავლა-სწავლებაზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი , ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული გაკვეთილის გეგმა აღწერს კონკრეტულ გაკვეთილს დაწყების წუთიდან დასასრულამდე და ასევე ისიც რომ შედგება სამი ეტაპისაგან, ესენია :
- გამოწვევა (შესავალი) როდესაც ხდება წინარეცოდნის გააქტიურება, კერძოდ, მოსწავლეები იხსენებნ იმას, რაც იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ და იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს ;
- სიღრმისეული წვდომა(მასალის მიწოდება) -უნდა მოხდეს არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შეჯერება; ამისთვის ვიყენებ სხვადსხვა აქტივობებს მაგ. ზუდიო და ვიდეო მასალის გაცნობა, უცხო ტექსტის წაკითხვა, რუკაზე მუშაობა და ა.შ. მთავარია მოსწავლეები მუშაობდნენ ინტერესით და გაუჩნდეთ სურვილი ისწავლონ და გაიგონ უფრო მეტი ახალი მასალის შესახებ;
- გააზრება, რეფლექსია- ამ დროს უკვე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას ; ხდება მსჯელობა, აზრების გაცვლა;
გაკვეთილის გეგმის დაწერისას აუცილებელია გამოვყოთ ძირითადი კომპონენტები
- გაკვეთილის თემა
- მიზანი
- აქტივობები (რომელიც შესაბამისობაშია მიზანთან)
- სასწავლო მეთოდები (შესაბამისობაში აქტივობებთან)
- სასწავლო აქტივობები; (ყველა აქტივობისათვის დრო უნდა გვქონდეს გამოყოფილი)
- კლასის ორგანიზების ფორმები;
- თითოეული აქტივობის ბოლოს მიღწეული სავარაუდო შედეგი;
- შეფასება-გაკვეთილის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეფასების კონკრეტული მეთოდები;
- გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი ;
- თვითშეფასება ;
რა მიზანს ემსახურება სასწავლო პროცესის დაგეგმვა?!
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გვაძლევს საშუალებას ჩვენი ჩატარებული გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი , საინტერესო . მოსწავლეზე და სწავლების შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ; რა თქმა უნდა გამოცდილი მასწავლებელი აუცილებლად იტყვის , რომ მას მიუხედავად წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილისა , პრაქტიკული მუშაობის დროს , მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე ცვლილებები შეუტანია სწავლების პროცესში, ეს გასაგებია , რადგან თავად სასწავლო პროცესი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენი პრაქტიკული მუშაობა აუცილებლად უნდა იყოს მოქნილი და ყველა სიტუაციაში უნდა შევძლოთ ჩვენ მოსწავლეებთან ერთად გავიდეთ იმ შედეგზე, რომელიც მიზნად გამოვყავით გაკვეთილის დაგეგმის დროს
ისტორია . უძველესი ადამიანი . მე-11 კლასი
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
.

0 Response to "გაკვეთილის გეგმა "
Post a Comment