ჩემი სტატიები
1. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის ეფექტურად აგებაში
მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მოსწავლეებს გზა, რომელიც მათ დაეხმარებათ სამყაროს უკეთ შემეცნებაში, დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლის დროსაც მოსწავლე პასიური სწავლების პროცესიდან აქტიური სწავლების ფაზაში გადადის, რაც ხელს უწყობს მათი კოგნიტური აზროვნების განვითარებას. რას მოიცავს აღმოჩენით სწავლა და როგორ შეიძლება საკლასო ოთახში მისი ეფექტურად გამოყენება, ამაში დაგვეხმარება პიაჟესა და ვიგოტსკის მეთოდები ცოდნის აგების შესახებ. პიაჟე კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, ხოლო ვიგოტსკი სოციალური კონსტრუქტივიზმის ფუძემდებელი, პიაჟეს მოსაზრებით ”კონსტრუქტივიზმი - შემეცნების თეორიაა, რომლის მიხედვით ინდივიდი თავად ახდენს ცოდნის ”კონსტრუირებას”გარემოსთან”. ამ პროცესის მიხედვით სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად იძიებს პრობლემას, მასწავლებელი კი დამხმარეა, ვიგოტსკისთან განხილულია, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური კომუნიკაცია ცოდნის აგების დროს და ასევე ნაჩვენებია ის გზები, როგორ ჩავრთოთ მოსწავლე აქტიურ სასწავლო პროცესში. ისტორიის სწავლება აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებაზე, არსებული პრობლემების და ამ პრობლემების გადასაჭრელი გზები მკაფიოდ არის გაწერილი ევროკლიოს კვლევაში. ”
ახალი ცოდნის” აღმოჩენაში მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს უკეთ შეასწავლოს ისტორია კონსტრუქტივისტური მეთოდებით, რომლის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და მასწავლებლების ხელშეწყობით ააგონ რეალური ისტორია. პროექტგაკვეთილი, რომელიც განხილულია სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს როგორ სწავლობენ მოსწავლეები ახალი ცოდნის აგებას. პროექტგაკვეთილი სრულიად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან, იგი სცილდება სასწავლო პროგრამას.
2.შეფასების მიზნები
,
,
საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე , მისი განვითარების პროცესი დამიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებულიინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას , არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიკურდა ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას” (ე.ს გ)
შეფასების საშუალებით განისაზღვრება იმ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი,რომელიც საგნობრივი პროგრამის სტანდარტით არის გათვალისწინებული;
შეფასების მიზანია იმის გარკვევა, რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე. აუცილებელია გავითვალისწინოთ :
მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
სწავლების კონკრეტული მეთოდიკის ეფექტიანობის შემოწმება
სასწავლო პროცესში მოსწავლის შეფასება;
მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში (კომუნიკაცია).
შეფასებაში გააჩნია ორი განსხვავებული ფუნქცია:,

მიმდინარე შეფასება;
შედეგების/მიღწევების შეფასება.
3.ვისაც ხელეწიფება, მასწავლებელზე უნდა იზრუნოს -მასწავლებლის მოსაზრება
აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნეში, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ მივიღო ყველა ის გამოწვევა , რომელიც მოყვება ამ ახალი საუკუნის დასაწყისს. ხშირად ვუზიარებ ჩემ ნაშრომებს კოლეგებს , იმ პროექტებზეც ვუყვები , რასაც ჩემ მოსწავლეებთან ერთად ვანხორციელებ.. თუმცა დღეს სულ სხვა პრობლემას მინდა შევეხო...
მასწავლებლები ვთანხმდებდით ერთ მთავარ საკითხზე-სწავლა უნდა იყოს სწავლებისთვის, სკოლიდან წასული ახალგაზრდა მზად უნდა იყოს, მზად დახვდეს იმ თანამედროვე გამოწვევებს , რაც მას სკოლის შემდეგ შეხვდება. ასეთი საუბრის დროს მე ვივიწყებ ყველა საკუთარ პრობლემას და მხოლოდ ჩემ მოსწავლეებზე ვფიქრობ, როგორ გავხადო უკეთესი ჩემი საქმიანობა, უნდა ვეცადო, ჩემი გაკვეთილები არ დაემსგავსოს ერთმანეთს, შევქმნა საგანმანათლებლო რესურსები, დავესწრო ტრენინგებს, მოვუსმინო სემინარებს , დავინახო ხარვეზი სამუშაო პროცესში და ვიფიქრო მის აღმოფხვრაზე.
როდესაც ათვალიერებ ძველი თბილისის ქუჩებს, თვითმყოფადი სილამაზე და სინატიფე გხიბლავს... ქვაფენილით მოკირწყული ქუჩები, ძველი თბილისური ეზოები, განუმეორებელი არქიტექტურა და ისტორიული მითები განსაკუთრებით იზიდავს აქ უცხო სტუმარსა და მკვიდრსაც ... აქვეა ცნობილი უბანი სოლოლაკი , სადაც არის ჩვენი უსაყვარლესი ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლა .თუ გადავხედავთ ჟამთა სვლას, , თბილისს ბევრი მოუხიბლავს, ყველა დროის მგოსნები ლექსებს უძღვნიდნენ, ხოტბას ასხამდნენ... თუმცა მოშურნეც არ აკლდა : უცხო ჯურის მომთაბარეები ანგრევდნენ და ანადგურებდნენ, მაგალითისათვის აღა მაჰმად ხანიც კმარა....
თბილისის წარსულს ისტორიული ნაგებობები გვიყვება. ძველი არქიტექტურა ჩვენი ქალაქის ერთგვარი მატიანეა. ამიტომაც ამაყად შევყურებთ ჩვენი სკოლის საუკუნოვან კედლებს და გული სიხარულით გვევსება, რომ აქ ვსწავლობთ, ვასწავლით და განათლებას ვაძლევთ იმ მომავალ თაობას, რომელმაც უნდა შექმნას ჩვენი ,,მყოოფადი”...ასმაგი მოვალეობა გვაკისრია, რადგან სკოლა ასი წელია ამაყად დგას ძველ თბილისში და საინტერესო ისტორიასაც იტევს თავის კედლებში.
როდესაც ჩვენი ასწლოვანი სკოლის კედლებში შემოდიხარ , ხვდები , რომ შეიძლება ადამიანებმა განურჩევლად წარმომავლობისა, ენისა, რელიგიისა შესანიშნავად შეუძლიათ გაუგონ და გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს, .ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2008 წლის მოვლენების დროს, სადაც ათეულობით დევნილმა შესძლო დროებითი თავშესაფარი ეპოვა ჩვენი სკოლის კედლებში, ჩვენ ვცდილობდით ტკივილი და დარდი ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა და მათ ნაღვლიან თვალებში ხანდახან მაინც დაგვენახა იმედის ნაპერწკალი. სკოლა ტრადიციებს არ ივიწყებს, აგრძელებს იმ დიდ გზას რომელზედაც ასი წელია მოდის...
ისტორია
ეს სავაჭრო სკოლა აშენებულია 1911 წლის 1 ივლისს თბილისის ვაჭართა-ამხანაგობის მიერ მისი აღმატებულება გრაფ ვორონცოვი-დაშკოვის მმართველობის დროს სკოლის საპატიო მზრუნველის - მანთაშოვის სახსრებით” - ასეთი წარწერა იყო სპილენძის აბრაზე 1911 წლის 7 ივლისს, როდესაც ეს სკოლა გაიხსნა.
მანთაშოვის სახელობის მე-3 სავაჭრო ვაჟთა სკოლა - ასე იწოდებოდა თავდაპირველად ახლანდელი ქ. თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის №43 საჯარო სკოლა. მანთაშოვი იყო ნავთობის დიდი მაგნატი, მეცენატი, პირველი გილდის ვაჭართა ხელმძღვანელი. აი , რას წერდნენ მასზე მისი თანამედროვეები ,,არა დიდი ფული, არამედ დიდი გული, აი რა თამაშობდა უმთავრეს როლს დიდი ქველმოქმედის მოღვაწეობაში, ის მოწყალებას გასცემდა არა ვინმეს დასანახად , არამედ ამ ქმედებას მას კარნახობდა მეცენატის მგრძნობიარე სული... მისი ქველმოქმედების მთავარი არსი იყო- ,,მარცხენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარჯვენა ხელი”... ის არ ტრაბახობდა ქონებით, არ ატარებდა ოქროს ნივთებს, მისი ერთადეთი სამკაული იყო საღილეზე მიმაგრებული ცოცხალი ყვავილი... საოცარი დამთხვევაა, ტიციან ტაბიძეც ხომ ყოველთვის მიხაკს ატარებდა გულის ჯიბეზე მიმაგრებულს, ამ ორი უდიდესი პიროვნების სახელი კი მოვარაყებულია ასწლოვანი სკოლის კედლებზე. ერთი ფუძემდებელია, ხოლო დიდი ცისფერყანწელის ტიციან ტაბიძის სახელს ამაყად ატარებს ჩვენი სკოლა. მანთაშოვმა 1910წ. თავისი ხელით ჩაუყარა სკოლას საძირკველი. 1911წ. დასრულდა სკოლის მშენებლობა. თავად მეცენატი ვერ მოესწრო სკოლის გახსნას, იგი გარდაიცვალა სანკტ პეტერბურგში 1911 წლის 19 აპრილს, ხოლო 5 დღის შემდეგ გადმოასვენეს ,,ტიფლისში”. დაკრძალულია მისი ცოლის გვერდით. სკოლაში აღუმართავთ მისი ბიუსტი, რომელიც 1922 წლამდე მდგარა შენობაში. თბილისის ღირსეულმა მოქალაქემ სკოლას დაუტოვა საქველმოქმედო ფონდი, რომლის საშუალებითაც ფინანსდებოდა ნიჭიერი მოსწავლეების სწავლება ხელმოკლე ოჯახებიდან. მისი თაოსნობით თბილისში შეიქმნა ქველმოქმედ-განმანათლებელთა საზოგადოება.
1914 -1918 წლების I მსოფლიო ომში საქართველო გარდა იმისა რომ ფრონტზე აგზავნიდა თავის ჯარისკაცებს, თბილისში იღებდა და უვლიდა უამრავ დაჭრილ და დსახიჩრებულ მეომრებს. ერთ-ერთი ჰოსპიტალი სწორედ ჩვენი სკოლის კედლებში იყო გახსნილი: 1915 წელს სწორედ ჯარისკაცების სანახავად იმყოფებოდა ჩვენი სკოლის შენობაში რომანოვების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ნიკოლოზ II. ( რომელიც სამ წელიწადში თავის ოჯახის ყველა წევრთან ერთად დახვრიტა ბოლშევიკურმა მთავრობამ რუსეთში.) მოგვიანებით, სკოლა გახდა ნიკოლოზ ტიხონოვის სახელობის რუსული სკოლა. შემდეგ კი ქ. თბილისის №43 საშუალო სკოლა, სადაც უკვე გაიხსნა ქართული სექტორი. მოგვიანებით სასწავლებელს ტიციან ტაბიძის სახელი მიენიჭა ჩვენი სკოლა

0 Response to "სტატიები "
Post a Comment