ტრენინგები












ტრენინგი მედიაწიგნიერება-კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება

    სხვადასხვა რეგიონის 15 პედაგოგისთვის ტრენინგი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 27 ივნისს დაიწყო და 2 ივლისამდე გაგრძელდა. როგორ უნდა განავითაროს პედაგოგმა მოსწავლის კრიტიკული აზროვნება და როგორ ჩართოს ამაში თანამედროვე მიდგომები - ტრენინგის განმავლობაში პედაგოგები, ამ საკითხებზე თეორიული მასალის გაცნობის პარალელურად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ასრულებენ. სხვადასხვა პროფილის მასწავლებლები მედიაში გაშუქებული თემების მოძიებას შემდგომში კი დახარისხების მექანიზმებს ეცნობიან. როგორც ტრენინგის ორგანიზატორები განმარტავენ, 2011 წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეებს მედიაწიგნიერების კუთხით ცოდნის გაღრმავება ესაჭიროებათ. პროგრამის მენეჯერის თამარ მოსიაშვილის თქმით, ამ კუთხით პედაგოგები გადამზადება მნიშვნელოვანია. სამომავლოდ მედიაწიგნიერების შესახებ სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნაც იგეგმება. ტრენინგს ორგანიზებას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი უწევს. განათლების პროგრამა ფონდ „ღია საზოგადოებას საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება. დიდი მადლობა თამარ მოსიაშვილს,ია ანთაძეს,სოფო გორგოძეს





    ტრენინგ-პროგრამაში ასახულია შემდეგი საკითხები:

  ”1.მედიაწიგნიერების თეორიული ასპექტები;
  2.მედიაწიგნიერების ორი მთავარი კომპონენტი: ინფორმაციის შექმნა-გავრცელება და მიღებული ინფორმაციის სწორად გააზრება;
  3.მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მთავარი საფუძვლები –      4.კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, როგორც ინფორმაციის მოძიებისა და შექმნის, აგრეთვე, ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების ინსტრუმენტები. ტრენინგის მონაწილეები გავეცანით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების საფუძვლებს, სტრატეგიებსა და მიდგომებს.
ტრენინგ-პროგრამის ნაწილი იყო გამოხატვის თავისუფლების არსებული ლეგიტიმური ჩარჩო; აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ბავშვთა საკითხების პროფესიული გაშუქების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები.
  ტრენინგზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო, ერთი მხრივ, სატრენინგო საკითხავი მასალის კრიტიკულ ანალიზს, მეორე მხრივ კი – მედიაპროდუქტების ეფექტიან გამოყენებას სწავლების პროცესში. ტრენინგზე გამოყენებულ იქნა სპეციალურად ტრენინგ-პროგრამისთვის თარგმნილი და მომზადებული ვიდეოფილმები, ანიმაცია, საქართველოში შექმნილი ვიდეო- და ბეჭდვითი მასალა.
  ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია არასაკონტაქტო საათები. ეს კომპონენტი ორიენტირებული იქნება სკოლაში მოსწავლეებთან განხორციელებულ საქმიანობებზე. სამომავლოდ (პროგრამის აკრედიტების შემდეგ) მასწავლებლები შექმნიან პორტფოლიოს, სადაც განათავსებენ ინფორმაციას სკოლის ბაზაზე მედიაწიგნიერების შესახებ განხორცილებული საქმიანობებზე. ამ საქმიანობების ძირითადი შინაარსი იქნება მოსწავლეებისთვის დახმარება – რომ მათ შეძლონ, შექმნან, გააანალიზონ, შეაფასონ აუდიოვიზუალური და ბეჭდური ტექსტები და გააცნობიერონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
   ტრენინგი მასწავლებლებს დაეხმარება, პროფესიული მხარდაჭერა აღმოუჩინონ მოსწავლეებს მზარდ საინფორმაციო ნაკადებში სწორი ორიენტირებისთვის, ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის შეფასებისთვის კრიტიკული აზროვნების პლატფორმიდან.”


        ტრენინგი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში 
                                              8-9 მარტი 
სტატიის აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და                                                   მოხსენება

ტრენინგი ჩატარდა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტთან თამნამშრომლობასა და სხვადასხვა ინიციატივების ადვოკატირებას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა კვლევის პრეზენტაცია – „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაციის გავლენა სკოლების ეფექტიანობაზე“ . - See more at: http://cdi.org.ge/?p=3379#sthash.mR1HTOid.dpuf


       საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება სტატიის აკადემიური ფორმატი. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მასწავლებელთა კონფერენცებზე წარსადგენი მოხსენება, სტატია, აბსტრაქტი და პრეზენტაცია სასურველია შეესაბამებოდეს აკადემიურ მოთხოვნებს.
ტრენინგ-პროგრამა მსმენელებს შემოგვთაზა  პრაქტიკულ სემინარი, რომელზეც მასწავლებლებმა  შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:

1.როგორ მოვამზადოთ სტატია?!
2.როგორ მოვამზადოთ სტატის სტრუქტურა (თავფურცელი , აბსტრაქტი, შესავალი , ძირითადი ნაწილი , დასკვნა , გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი/ბიბლიოგრაფია )
3.აბსტრაქტი (რა არის აბსტრაქტი , რატომ უნდა დავწეროთ აბსტრაქტი, აბსტრაქტის ტიპები, როგორ დავწეროთ აბსტრაქტი, აბსტრაქტის შეფასების ცხრილი)
4.ლიტერატურის მიმოხილვა (რით განსხვავდება ლიტერატურის მიმოხილვა კვლევისგან, რატომ ვწერთ ლიტერატურის მიმოხილვას, როგორ დავწეროთ ლიტერატურის მიმოხილვა, ლიტერატურის მიმოხილვის წერის სტრატეგია, რამდენიმე რჩევა)
5.პლაგიატი , ციტატა, პერეფრაზი
6.პრეზენტაცია, პრეზენტაციის ფორმატი
- See more at: http://cdi.org.ge/?p=3379#sthash.mR1HTOid.dpuf



ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო პროცესში 





0 Response to "ტრენინგები "

Post a Comment