გამარჯობათ. მე გახლავართ ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის №43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ჩემი სამუშაო გამოცდილება ითვლის 15 წელს, რაც შეეხება სერთიფიცირებას : გამოცდებზე გავედი 2012 წელს . .2012 წლის 31 ივლისს ხევსურეთში ექსპედიაში გვყავდა გამოსაშვები კლასი, მე-4 დღეს მოვყევით ავტოკატასტროფაში, საბედნიეროდ, 70 მეტრის ხევში ჩავარდნილები გადავრჩით, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი , ამიტომ ძალიან აქტიური 2012-2013 სასწავლო წელი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამოსაშვები კლასის დამრიგებელი ვიყავი და მაქსიმალურად გადართული ვიყავი ჩემი მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდების მომზადებასა და ”ტესტურ” მეცადინეობაში, მიუხედავად ამისა, 2013 წლის მარტის თვეში დავიწყე მუშაობა პროექტზე ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი ”, რომლითაც მივიღე მონაწილეობა კონკურსში: ”პარტნიორები განათლებაში -საქართველოს ფორუმი 2013 წელი) , გავიმარჯვე ნომინაციაში ,,სასკოლო საზოგადოების რჩეული”, გადმომეცა სამახსოვრო საჩუქარი, რომელსაც აქტიურად ვიყენებ სასკოლო ცხოვრებაში (ნოკია ლუმია 620) სქემაში ჩავერთე 2013 წლის მაისის თვეში . ზაფხულში გახლდით ისტორიის საგანში კომისიის წევრი და გამსწორებელი ეროვნულ საგამოცდო ცენტრში .
რაც შეეხება
ახალ 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისს, ამ ეტაპზე (ისევე როგორც 15 წლის განმავლობაში)
აქტიურად ვიყენებ აქტივობებს სასწავლო პროცესში , ვხელმძღვანელობ პრინციპით ”კლასი ცოცხალი ორგანიზმია. კარგი მასწავლებელი გაკვეთილს და, ზოგადად,
სასწავლო
პროცესს უნდა აგებდეს
სიტუაციიდან
გამომდინარე. ეს უფრო საინტერესო იქნება როგორც მოსწავლეებისათვის,
ასევე
მასწავლებლისთვისაც”.ყოველთვის
ვცდილობ , ჩემ მიერ გამოყენებული აქტივობები შეესაბამებოდეს მოსწავლეების ცოდნასა
და უნარებს , ხდება ხოლმე , რომ გაკვეთილში ჩნდება ისეთი საკითხები , რომელიც არ შეესაბამება
კლასის შესაძლებლობებს , ამისათვის მოსწავლეებისათვის აუცილებელია მოხდეს ადაპტირება
საკითხებისა, საგაკვეთილო პროცესში ისეთი აქტივობების გამოყენება , რომელიც გაუადვილებს
კლასს ახალი მასალი აღქმაში და ძველის უკეთ გაანალიზებაში.
1.გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს ეხმარება იმუშაოს შედეგიანად,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს „...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი და შემოქმედებითი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება.
გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს ეხმარება იმუშაოს შედეგიანად,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს „...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი და შემოქმედებითი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება.
2.გაკვეთილის
დაგეგმვა-ვამუშავებ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში, ჯგუფებში და, რა თქმა უნდა, ვმუშაობ მთელ კლასთან
.
3.ინტერაქტიული სწავლება ;კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლეები გაკვეთილზე არიან აქტიურები,ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს , ვეხმარები მათ ცოდნის აგებაში, თვითონ არიან პატარა მკვლევარები , მე წარმმართველი .
4. კრიტიკული
აზროვნება ;სწავლება აუცილებლად უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში;-კერძოდ,
მათ უვითარდებათ არტიკულაცია, რეფლექსია , მოკლედ რომ ავხსნათ, ,,მეტაკოგნიცია”, ანუ
სწავლის პროცესის გაანალიზება ;
5.სასწავლო
რესურსებს ვარჩევ სწორად.ვადგენ მე თვითონაც, რაც მოსწავლის სამუშაო პროცესს ხდის
სახალისოს.
6. საკუთარი ცონდის მონიტორინგი -ცოდნის კონსტრუირება; ჩანაწერის გაკეთება,ინფორმაციის გადამუშავება,
კითხვის დასმა ;
8. პრეზენტაციები
January 12, 2016 at 9:59 PM
ძალიან მომწონს.ყოჩაღ მასწავლებელს და ძალიან ნიჭიერ ბავშვებს.
February 4, 2016 at 11:05 AM
ძალიან მომჭონს მასწავლებლის მიერ მიზანმიმართულად დაგეგმილი აქტივობები,რაც მის მოსწავლეებს ოფრო მოტივირებულებს და მიზანმიმართულებს ხდის.