გარედაკვირვება (გამოცდილების გაზიარება)


2018 წლის მაისში გავიარე გარედაკვირვება . სულ რაღაც  ერთი თვის დასრულებული მქონდა მკურნალობა და კარგად მახსოვს , როგორ მიჭირდა გეგმის და რესურსების შედგენა .. ბევრი დავწერე, ბევრი წავშალე .. საბოლოოდ "შევქმენი" და ახლა უკვე ტქვენც გიზიარებთ;  გეგმაში წელს მცირე ცვლილებაა, მაგრამ აუცილებლად გასათვალსიწინებელი "ახალ  გეგმაში მცირე ცვლილებები შევიდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირის გამოკვეთა, თემატურ გეგმებთან კავშირი; ასევე, ყურადღება გამახვილებულია გაკვეთილისა  და აქტივობების მიზნებზე,  რომლებიც უნდა იყოს განსაზღვრული და გეგმაში უნდა დასაბუთდეს შინაარსობრივი რესურსების მიზნებთან შესაბამისობა. კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, დაგეგმილი აქტივობა მოდიფიცირებული უნდა იყოს ამ მოსწავლის საჭიროებების შესაბამისადაც. ეს ის ძირითადი ცვლილებებია, რომლებიც წელს გეგმაში შევიდა. ყველაფერი დანარჩენი წარიმართება მოქმედი წესის მიხედვით, ისე, როგორც მანამდე იყო" (გარედაკვირვება დაიწყო ). ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ყველაზე პირველი და გასათვალსიწინებელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული , თუნდაც სამოდელო გაკვეთილი, ეს უნდა იყოს ჯანსაღი სამუშაო პროცესი, ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.  . არ უნდა იფიქროს ვინმეს მოსწავლემ , რომ ეს "ხელოვნურად შექმნილი გარემოა"..  მეორე რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს -  აუცილებელია მიზნის სწორად განსაზღვრა და ყველა აქტივობის დაგეგმისას უნდა ვიფიქროთ იმ მიზნის მიღწევაზე , რომელიც დავისახეთ .. აქტივობებით ნუ დაიხუნძლებით და კიდევ ერთი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წავიდა , არ ინერვიულოტ, გაკვეთილზე მხოლოდ მოსწავლეზე იფიქრეთ, შეცვალეთ აქტივობა , მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ დაწეროთ რეფლექსიაში ;
ახლა მე ისიც ვიცი , რომ ახლა რაც წაიკითხეთ - ახალი არაფერია . ახალი იქნება ის სტატუსი და ხელფასი , რომელიც თქვენ გექნებათ;  მე კი უბრალოდ თქვენი თხოვნა გავითვალსწინე და ჩემი გამოცდილებაც გაგიზიარეთ ;  ..
 მოკლედ , თავი რომ არ შეგაწყინოთ მე ამ გვერდზე ახლა გაგიზიარებთ ჩემს გაკვეთილის გეგმას (2018 წლისა)  ამასთან ერთად გიზიარებთ  იმ რესურსებს რომელიც ე გამოვიყენე. მესმის , ზოგჯერ რამდენად აუცილებელია სხვის გეგმასაც გადახედოთ, მაგრამ აუცილებელია იმის გათვალსიწინებაც, რომ ყველა მოსწავლე ინდივიდია და გეგმაც მის საჭიროებას ერგება ;

გაკვეთილი #1 ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში 



დამხმარე სასწავლო რესურსი #1


სამუშაო ფურცელი ისტორიაში #1



     მუსოლინის მმართველობა იტალიაში გაკვეთილი #2 


     დამხმარე სასწავლო რესურსი 



                სამუშაო ფურცელი 





სტალინის მმართველობა საბჭოთა კავშირში . გაკვეთილი #3 



ამერიკული მმართველობა . გაკვეთილი #4 

შემაჯამებელი სამუშაო

მუდამ უნდა გვახსოვდეს

✖️1. რამე თუ არ მოგწონს , უნდა ადგე და ხმამაღლა განაცხადო, კულუარებში საუბრით საქმეს ვერ უშველი
✖️2. დიახ, რთულია იმ ადამიანის ცხოვრება , ვინც მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობს "დაიმკვიდროს ადგილი" და თუ ის გიზიარებთ გამოცდილებას ეს არ არის "თვითპიარი"
✖️3. ბოლომდე კმაყოფილების გრძნობა არასოდეს არ ექნება მასწავლებელს, იმიტომ რომ ცოდნა მუდმივ განახლებას საჭიროებს , გატკენენ ბევრჯერ გულს, მაგრამ ამ დროს გაიხსენე შენი ყველაზე მაარი მიგნებები და სახე გაგინათდება 
✖️4. ისწავლე დუმილი , როცა ისმენ დიდი აგრესიას . არ ეკამათო იმ ადამიანს, ვინც თავად არ იცის რა არის ღამე , სამუშაო მასალაზე , "ჩამოძინება"
✖️5. არ ელოდო მუდმივ მადლობას, ან კი რად გინდა, შენ შედეგზე იფიქრე, იმ ათწლეულების მერე მისაღებ წარმატებაზე
✖️6. თუ სადმე დაინახე რომ სათანადოდ არ შეგაფასეს, სხვა უფრო წინ დააყენეს და ზუსტად იცი, რომ ეს მისი "მფარველის " ხელშეწყობითაა, გული არ გაიტეხო, შენ ყველაზე დიდი ასპარეზი გაქვს-კლასიდან შეცვალო მსოფლიო უკეთესობისაკენ
✖️7. არ გაიკვირვო რომ არ არის დღეს ერთი პრობლემის გარშემო ერთობა, ჯერ კიდევ არსებობს ჩარჩოები, რომლის გარღვევა ბევრ ადამიანს უჭირს 
✖️8. არ დაგწყდეს გული უმადურობაზე, ყველაზე მტკივნეულია, ძნელად შესაგუებელი, მაგრამ თუ შენ გადაწყვიტე მასწავლებლობა -იმ პროცესსაც უნდა შეეგუო, რომ ბევრი გამქილიკებელი გეყოლება
✖️9. გახსოვდეს , შენ პროფესიას ბევრი არ აფასებს, მაგრამ შენს გარეშე არ არის არც ერთი არსება ამ ქვეყანაზე
✖️10.გჯეროდეს იმ ანთებული თვალების, ახლა რომ გადაიღალა და სექტემბრიდან სულმოუთმელად დაელოდება შენს მიერ მოგონილ, შექმნილ ახალ თავგადასავლებს ! 
ავტორი ნინო აბულაძე , ანუ მე .
💜 
#ყველაზემაგარიპროფესიაჩვენგვაქვს ✌️✖️

ერთ გვერდზე დატეული ჩემი მასწავლებლობის ისტორია


"ამ ინტერვიუს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ოთახში ვწერდით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკლასო ოთახი იყო, მაგრამ დაკვირვების გარეშეც მიხვდებოდით, რომ ამ სკოლის საუკეთესო თავგადასავლები სწორედ აქ იწყება, გრძელდება და, როგორც მოსწავლეები ამბობენ, არასდროს მთავრდება. ამ ყველაფრის ღერძი 2017 წლის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთ-ერთი, ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძეა, თუმცა თვითონ თავს ამ პროცესის მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟად მიიჩნევს, მთავარი გმირები კი მისი მოსწავლეები არიან.
    ეს ოთახი სკოლის კლუბია, ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თავშეყრის ადგილი, სადაც ან გაკვეთილის 45 წუთში ვერმოსწრებული თემები გრძელდება, ან კლასგარეშე აქტივობები იმართება. კლუბის კედლები უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ვიზუალური მასალითაა სავსე. ათვალიერებ და ხვდები, რომ მათთვის არ არსებობს დახურული თემა: რასიზმი, თანასწორობა, თანამედროვე ტექნოლოგიები. და ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალის გვერდითაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ბავშვებს ქვეყნის წარსული ისევე აინტერესებთ, როგორც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები.
არ არის იოლი, თანამედროვე ბავშვი საუკუნეების წინანდელი ამბებით ისე დააინტერესო, რომ არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ კვლევის სურვილიც გაუჩნდეს. ნინო აბულაძემ ეს შეძლო – მისი მოსწავლეები აქ არა მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, არამედ შაბათ-კვირასაც მოდიან, რათა გაკვეთილის ქრონომეტრაჟის მიღმა დარჩენილი ინტერესი დაიკმაყოფილონ.
მაგალითად, ჩაუტარებიათ სიმულაციური როლური თამაში არმაზის კერპის მსხვრევის თემაზე. მოსწავლეები ჟურნალისტებად გადაიქცნენ და საკითხის გასაშუქებლად მეოთხე საუკუნეში გადაინაცვლეს. გამოიკვლიეს მომხდარი, დააფიქსირეს თვითმხილველთა კომენტარები, იაზროვნეს კრიტიკულად და შედეგად მოამზადეს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დასკვნასაც საბოლოოდ ტერორისტულ აქტამდე მივყავართ. მასწავლებელმა კი საუკეთესო შედეგი მიიღო: ამ თამაშისმაგვარი გაკვეთილის წყალობით მოსწავლეები არა მხოლოდ დაინტერესდნენ არმაზის თემით, არამედ სიღრმისეულადაც შეისწავლეს და ფანტაზიასაც ბოლომდე მისცეს გასაქანი.
ჰქონდათ კიდევ ერთი მსგავსი აქტივობა: თამარ მეფის ეპოქა ფეისბუკზე გააცოცხლეს. შექმნეს თავად თამარის, გიორგი რუსის, დავით სოსლანის, ყუთლუ არსლანის, აფრიდონისა და სხვათა პროფილები. თავად ნინო აბულაძე გიორგი მესამეს თამაშობდა. მან თამარი მხოლოდ შემოუშვა თამაშში, დანარჩენი კი მოსწავლეებს მიანდო.
ნინო აბულაძე არ მალავს, რომ მასწავლებლობის დასაწყისში ჩვეულებრივ ლექციური ტიპის გაკვეთილებს ატარებდა და არაფორმალურ სწავლებაზე არც ფიქრობდა. საერთოდ, მასწავლებლობასაც არ აპირებდა, ეთნოგრაფობასა და ქვეყნის შემოვლაზე ოცნებობდა. თუმცა 26 წლისამ სკოლაში დაიწყო მუშაობა და ყველაფერი შეიცვალა."
ინტერვიუ ჩაწერა ეკა ვეკუამ 
სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://mastsavlebeli.ge/?p=22040&fbclid=IwAR3tUdZiCYzfzKC1fTKLkO5BAIaz4ysq0uN6Vi1eEZlHIUGJn61G0MmE8iY

გარედაკვირვებიდან სტატუსის ამაღლებამდე

გარედაკვირვება დღეს უკვე მასწავლებლებში საკმაოდ ცნობილი აქტივობაა.  ეს არის ის , რაც გვაძლევს საშუალებას უფროსის სტატუსი შევიცვალოთ წამყვანის სტატუსით.. ამ პროცეს ერთი კარგი შედეგი აქვს -ანაზღაურების მომატება . აქ არ მოვყვები დეტალებს რამდენი გვემატება და როგორ ხდება სტატუსის ცვლილება .  ვინც ველოდებით როდის შეიცვლება ჩვენს ე.წ ესქულში სტატუსი უფროსი, სანატრელი წამყვანით ,  ყველაფერი ვიცით და ცოტა დაძაბულობაც იგრძნობა ; სახუმარო საქმე ხომ არ არის, ამ ბოლო დღეებში  ერთბაშად შეიცვალა რამდენიმე თანამდებობის პირი და მათ რიცხვში ის ადამიანი , ვინც ჩვენი დოკუმენტაციის შემოწმების მერე გამოსცემდა ბრძანებას და გვახარებდა ესქული დეიდა  - შენ ახალ საფეხურზე ხარ! ერთ საღამოს მღელვარებად აგორებული ტალღის დაშოშმინება შეძლო გზავნილმა იმის შესახებ, რომ არაფერი არ ემუქრებ ჩვენს სტატუსის ამაღლებას , ერთი გარემოების გარდა - ყველა დოკუმენტი წესრიგში უნდა გვქონდეს  ( მიყვარს მანანა რატიანი, ყოველთვის დროული და დამამშვიდებელი პასუხი აქვს )  ამასობაში კიდევ ერთხელ გადავხედე მასალებს , რესურსები მოვათავსე ჩემს გვერდზე და უცბად გამახსენდა, რად არ
ვუზიარებ მეგობრებს, უცონებებს .. ? ! ზუსტად გუშინ ერთი კითხვარი შევავსე და იქ იყო ასეთი შეკითხვა, რამდენ რესურსს ამზადებო? არც დავფიქრდი პასუხად დავწერე -მრავალს! თუმცა არანაკლებია ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსები , მაგალითად,  გარედაკვირვების დროს შექმნილი 4 პლაკატი ჩემთვის ძვირფასია :) წელს , უფრო სწორად განვლილ წელს რთული პერიოდი მქონდა , ვფიქრობდი კიდეც გამევლო თუ არა გარედაკვირვება , მადლობა იმ მეგობრებს , ვინც მირჩია მეცადა , ვინც დამცინა ჩემი შიშის გამო .. ვინც გამამხნევა , ვინც დამეხმარა ვყოფილიყავი ნინო და არა სხვა ვინმე ;
  ახალი სასწავლო წელი მოდის , როდის სემეცვლება სტატუსი არ ვიცი , მაგრამ ვინმეს თუ მერვე კლასში რესურსები დაგჭირდათ , ჩემს გვერდზეა. ერთი თხოვნა მაქვს , გამოიყენეთ , ოღონდ ერთი ლამაზი ქალბატონივით არავითარ შემთვევაში არ მიითვისოთ , თუმცა ვიცი რომ ბევრს ამის შეხსენება არც კი  გჭირდებათ ; 


MIEexpert Nino Abuladze. Georgia