კოლეგებთან თანამშრომლობა



თანამშრომლობა და კოლეგიალობა, უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, სიახლეების ერთობლივ განხილვას, მსჯელობას;  



საქართველოს რეგიონებში მასწავლებლებთან შეხვედრა , მათი გამოცდილების გაზიარება
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
დიდი მადლობა ხორნაბუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს
რუსუდან გონაშვილს
ჩემი შეფასება -დაფასებისათვის, მნიშვნელოვანი სერთიფიკატი! 


ყოველთვის უნდა შეგვეძლოს საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის 
გენდერული ბალანსი
სკოლაში ურთიერთანამშრომლობა სხვადასხვა კათედრებს შორის
გამოცდილების გაზიარება, პოზიტიური გარემო
ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესებას.

თანამშრომლობა სკოლაში
წარმატების და საინტერესო სამუშაო პროცესის პირველი საწინდარია 

       ახალი სტანდარტის    განხილვა ჩემ  თანამშრომლებთან ერთად. 


 ახალი სტანდარტის დამრტკიცებისთანავე გადავწყვიტე შემექმნა პრეზენტაცია-სლაიდი ჩემი თანამშრომლებისათვის სკოლაში , მახარებს ის ფაქტი, რომ პრეზენტაცია  წარვადგინე არა მხოლოდ ჩემი კოლეგების წინაშე , არამედ მისი ნახავა  საქართველოს სხვადასხვა კუთხის მასწავლებლებმა ინტერნეტის საშუალებით შეძლეს 


”ლიხს იქით და ლიხს აქეთ” 
ჩემი კოლეგები საკმაოდ ნაყოფიერ მუშაობას
ეწევიან სკოლებში, ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ გამოცდილებას, ასევე ვასწავლით ერთმანეთს  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ხშირად ვაკრიტიკებთ ჩვენს ნაშრომებსაც, ხარვეზებსაც ვასწორებთ, ხოლო კარგი ნამუშევრებით აღფრთოვანებულები  ერთმანეთის წარმატების სიხარულს ვიზიარებთ - ინტერნეტის საშუალებით , ძალიან სასიხარულოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ბევრ მათგანთან უკვე დამეგობრებულიც ვარ და მათთან შეხვედრის  საშუალებაც მქონდა . ”ძალა ერთობაშია ” :) 

   ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა კოლეგებთან                                                        

1. ქართული ენა და ლიტერატურა  (ნინო ნასყიდაშვილი)  და ისტორია , განხორციელდა პროექტი ”პარადოქსების პირისპირ ” IX კლასში 
გაკვეთილმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ,  დავწერე სტატია გამოცდილების გასაზიარებლად , გამოვაქვეყნე ;





2. ინტეგრირებული გაკვეთილი ”პირველი მსოფლიო ომი და საქართველო ” აქ თანამშრომლობა ვთხოვე ინგლისურის პედაგოგს-ეკატერინე მარუშაშვილს, გეოგრაფიის პედაგოგს-ნესტან მშვენიერაძეს , ”შედგა ” თანამშრომლობა, მაგრამ მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი -კონფერენციის ჩატარების პროცესში მოხდა ბიოლოგიის ჩართვა , განხორციელდა ტრანსფერი- ბიოლოგიის ცოდნა გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდის განხილვისას. 
გაკვეთილპროექტი გავიტანე მეორე ეროვნულ კონფერენციაზე, ის ერთ-ერთ საუკეთსო ნაშრომად შეფასდა ;

0 Response to "კოლეგებთან თანამშრომლობა "

Post a Comment