მუდამ უნდა გვახსოვდეს

✖️1. რამე თუ არ მოგწონს , უნდა ადგე და ხმამაღლა განაცხადო, კულუარებში საუბრით საქმეს ვერ უშველი
✖️2. დიახ, რთულია იმ ადამიანის ცხოვრება , ვინც მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობს "დაიმკვიდროს ადგილი" და თუ ის გიზიარებთ გამოცდილებას ეს არ არის "თვითპიარი"
✖️3. ბოლომდე კმაყოფილების გრძნობა არასოდეს არ ექნება მასწავლებელს, იმიტომ რომ ცოდნა მუდმივ განახლებას საჭიროებს , გატკენენ ბევრჯერ გულს, მაგრამ ამ დროს გაიხსენე შენი ყველაზე მაარი მიგნებები და სახე გაგინათდება 
✖️4. ისწავლე დუმილი , როცა ისმენ დიდი აგრესიას . არ ეკამათო იმ ადამიანს, ვინც თავად არ იცის რა არის ღამე , სამუშაო მასალაზე , "ჩამოძინება"
✖️5. არ ელოდო მუდმივ მადლობას, ან კი რად გინდა, შენ შედეგზე იფიქრე, იმ ათწლეულების მერე მისაღებ წარმატებაზე
✖️6. თუ სადმე დაინახე რომ სათანადოდ არ შეგაფასეს, სხვა უფრო წინ დააყენეს და ზუსტად იცი, რომ ეს მისი "მფარველის " ხელშეწყობითაა, გული არ გაიტეხო, შენ ყველაზე დიდი ასპარეზი გაქვს-კლასიდან შეცვალო მსოფლიო უკეთესობისაკენ
✖️7. არ გაიკვირვო რომ არ არის დღეს ერთი პრობლემის გარშემო ერთობა, ჯერ კიდევ არსებობს ჩარჩოები, რომლის გარღვევა ბევრ ადამიანს უჭირს 
✖️8. არ დაგწყდეს გული უმადურობაზე, ყველაზე მტკივნეულია, ძნელად შესაგუებელი, მაგრამ თუ შენ გადაწყვიტე მასწავლებლობა -იმ პროცესსაც უნდა შეეგუო, რომ ბევრი გამქილიკებელი გეყოლება
✖️9. გახსოვდეს , შენ პროფესიას ბევრი არ აფასებს, მაგრამ შენს გარეშე არ არის არც ერთი არსება ამ ქვეყანაზე
✖️10.გჯეროდეს იმ ანთებული თვალების, ახლა რომ გადაიღალა და სექტემბრიდან სულმოუთმელად დაელოდება შენს მიერ მოგონილ, შექმნილ ახალ თავგადასავლებს ! 
ავტორი ნინო აბულაძე , ანუ მე .
💜 
#ყველაზემაგარიპროფესიაჩვენგვაქვს ✌️✖️

ერთ გვერდზე დატეული ჩემი მასწავლებლობის ისტორია


"ამ ინტერვიუს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ოთახში ვწერდით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკლასო ოთახი იყო, მაგრამ დაკვირვების გარეშეც მიხვდებოდით, რომ ამ სკოლის საუკეთესო თავგადასავლები სწორედ აქ იწყება, გრძელდება და, როგორც მოსწავლეები ამბობენ, არასდროს მთავრდება. ამ ყველაფრის ღერძი 2017 წლის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთ-ერთი, ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძეა, თუმცა თვითონ თავს ამ პროცესის მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟად მიიჩნევს, მთავარი გმირები კი მისი მოსწავლეები არიან.
    ეს ოთახი სკოლის კლუბია, ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თავშეყრის ადგილი, სადაც ან გაკვეთილის 45 წუთში ვერმოსწრებული თემები გრძელდება, ან კლასგარეშე აქტივობები იმართება. კლუბის კედლები უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ვიზუალური მასალითაა სავსე. ათვალიერებ და ხვდები, რომ მათთვის არ არსებობს დახურული თემა: რასიზმი, თანასწორობა, თანამედროვე ტექნოლოგიები. და ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალის გვერდითაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ბავშვებს ქვეყნის წარსული ისევე აინტერესებთ, როგორც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები.
არ არის იოლი, თანამედროვე ბავშვი საუკუნეების წინანდელი ამბებით ისე დააინტერესო, რომ არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ კვლევის სურვილიც გაუჩნდეს. ნინო აბულაძემ ეს შეძლო – მისი მოსწავლეები აქ არა მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, არამედ შაბათ-კვირასაც მოდიან, რათა გაკვეთილის ქრონომეტრაჟის მიღმა დარჩენილი ინტერესი დაიკმაყოფილონ.
მაგალითად, ჩაუტარებიათ სიმულაციური როლური თამაში არმაზის კერპის მსხვრევის თემაზე. მოსწავლეები ჟურნალისტებად გადაიქცნენ და საკითხის გასაშუქებლად მეოთხე საუკუნეში გადაინაცვლეს. გამოიკვლიეს მომხდარი, დააფიქსირეს თვითმხილველთა კომენტარები, იაზროვნეს კრიტიკულად და შედეგად მოამზადეს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დასკვნასაც საბოლოოდ ტერორისტულ აქტამდე მივყავართ. მასწავლებელმა კი საუკეთესო შედეგი მიიღო: ამ თამაშისმაგვარი გაკვეთილის წყალობით მოსწავლეები არა მხოლოდ დაინტერესდნენ არმაზის თემით, არამედ სიღრმისეულადაც შეისწავლეს და ფანტაზიასაც ბოლომდე მისცეს გასაქანი.
ჰქონდათ კიდევ ერთი მსგავსი აქტივობა: თამარ მეფის ეპოქა ფეისბუკზე გააცოცხლეს. შექმნეს თავად თამარის, გიორგი რუსის, დავით სოსლანის, ყუთლუ არსლანის, აფრიდონისა და სხვათა პროფილები. თავად ნინო აბულაძე გიორგი მესამეს თამაშობდა. მან თამარი მხოლოდ შემოუშვა თამაშში, დანარჩენი კი მოსწავლეებს მიანდო.
ნინო აბულაძე არ მალავს, რომ მასწავლებლობის დასაწყისში ჩვეულებრივ ლექციური ტიპის გაკვეთილებს ატარებდა და არაფორმალურ სწავლებაზე არც ფიქრობდა. საერთოდ, მასწავლებლობასაც არ აპირებდა, ეთნოგრაფობასა და ქვეყნის შემოვლაზე ოცნებობდა. თუმცა 26 წლისამ სკოლაში დაიწყო მუშაობა და ყველაფერი შეიცვალა."
ინტერვიუ ჩაწერა ეკა ვეკუამ 
სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://mastsavlebeli.ge/?p=22040&fbclid=IwAR3tUdZiCYzfzKC1fTKLkO5BAIaz4ysq0uN6Vi1eEZlHIUGJn61G0MmE8iY