მერვე კლასი და ისტორია


მე-8 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ ბევრი გვისაუბრია , ვხდავთ მთელ რიგ პრობლემებს , რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ წიგნი ნაკლებად საინტერესოა ჩვენი მოსწავლეებისათვის.  ხშირად  გვიწევს სასწავლო რესურსების შექმნა და ასევე  დამატებითი აქტივობების მოფიქრება იმისათვის , რომ გაკვეთილი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული , საინტერესო, დაეხმაროს ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში  და რაც მთავარია მიიღოს ისეთი ცოდნა , რომელიც გამოადგება .  მასწავლებლებს აინტერესებთ  და ხშირად მეკითხებიან როგორ გაკვეთილებს ვატარებ , ვფიქრობ ჩემთვის თქვენთან საუბარი ამ თემაზე აუცილებელია, რადგან საინტერესოა არა მხოლდო ის , როგორია ჩემი საგაკვეთილო პროცესი, არამედ ,ზოგადად , აუცილებელია ვიფიქროთ რამდენად შეგვიძლია დღეს ჩვენ კარგად ვასწავლოთ ისტორია .
 დღეს შევეცდები ერთ-ერთი გაკვეთილი გაგიზიაროთ, მაგრამ ერთი პირობით, აუცილებლად ველი თქვენგან უკუკავშირს
                                       გაკვეთილი_პუნიკური ომები 
 პირველ რიგში ე.ს გ-დან ვირჩევ შესაბამის სტანდარტს , ამჯერად ესენია

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
   ამის შემდეგ , ვცდილობ, დავგეგმო ისეთი გაკვეთილი, რომელიც პრაქტიკულია, არ არის რთული წინამოსამზადებელი პერიოდი და ამ ჯერად უარს ვამბობს ისტ-ის გამოყენებაზე გაკვეთილსი პროცესში, მაგრამ მჭირდება სახლში სასწავლო რესურსის შესაქმნელად , ესეც არ არის რთული გასაკკეთებელი 

 
1. ვეძებ გუგლის დახმარებით თემის შესაბამის მასალას (უმჯობსია გამოიყენოთ უცხოენოვანი გვერდები, იქ მეტი მრაავლფეროვნებაა"
  თემის შესაბამისად ფოლდერში ვათავსე 
ა. ილუსტრაციებს  ბ. რუკებს  გ. ტექსტს 
შენიშვნა : ტექსტი უნდა იყოს ძალიან მცირე, მის შესაქმნელად გუგლის გამოყენებაც კი არ დაგჭირდებათ . მაგ. რომი მილიტარისტული სახელმფოა . კატონის გამონათქვამი  და ა.შ 
2. საგაკვეთილო პროცესის დროს 
ა. გამზადებული მასალიდან ვიღებ  იმ ფურცლებს , რომელზეც წერია საკვანძო სიტყვები 
მაგ. პირველი, მეორე და მესამე პუნიკური ომები , ასევე  ჰანიბალი, ან სციპიონი და მათ არეულად ვაკრავ დაფაზე მაგნიტის დახმარებით 
ბ.  ამობეჭდილ მასალას (ილუსტრაციებს, რუკებს , მცირე ტექსტებს) ვათავსებ დაფის წინ მერხზე , ვდებ არეულად, მაგრამ ისე, რომ მისი დატვალიერება მოსწავლემ შეძლოს ადვილად 
აქტივობა 1.  - მოსწავლეებს ვთხოვ , სურვილის მიხედვით გამოვიდნენ , შეარჩიონ ის ფურცელი , რომელიც მატი აზრით შეესაბამება დაფაზე გაკრულ "საინფორმაციო ბანერს" და მიაკრან მის ქვემოთ მაგნიტის საშუალებით 
 შენიშვნა : თავდან ვიძახებ ერთ მოსწავლეს, კლასი კარგად აკვირდება ის როგორ მოქმედებს, როდესაც ვხედავ რომ  ე. წ ინსტრუქცია მათთვის  გასაგებია , ამის შემდეგ სამ -სამ მოსწავლეს ვიძახებ და დროსაც ვაწესებ ( ვითვლი 10-მდე ხმამაღლა  , როცა ისმის საკრალური სიტყვა 10, მოსწავლეს აღარ აქვს საშუალება გააგრძელოს "ქმედება " და ამ დროს შესაძლებელია , სიჩქარეში დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან ამ შეცდომას კლასთან ერთად
"აღმოვაჩენთ")
აქტივიბა 2.   გასაკრავი  მასალის ამოწურვის შემდგომ იწყება მეორე , ანუ "შეცდომების აღმოჩენა " და "მაგნიტებით ილუსტრაციების გადაადგილება " , გამოცდილებიდან გეტყვით , რომ ეს პროცესიც სახალისოა , კლასი ჩართულია , მცირე ხმაურიც რ გვაშინებს, რადგამ ის სამქმიანია და აუცილებელი იმ პერიოდში . 
აქტივობა 3. 
შეკითხვა ა. დაგვეხმარა თუ არა ეს აქტივობა იმისათვის რომ უკეთ გაგვეანალიზებინა პუნიკური ომები 
შეკითხვა ბ. მილიტარისტული სახელმწიფო რატომ შეიძლება ვუწოდოთ რომს 
შეკითხვა გ. როდის გაჩნდა ჩვენს "ისტორიულ ლექსიკაში " ეს სიტყვა  და რომელი ქვეყნის გაცნობის დროს დაგვჭირდა 
შეკითხვა დ.  არსებული კონფლიქტები რამდენად ასუსტებს ქვეყნებს და დღეს თუ გვაქვს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი ტერიტორიების გამო 

ზოგადად , თქვენ ჩემზე უკეთ შეგიძლიათ შეკითხვები ისე მოიფიქროთ, რომ მოსწავლეებმა იფიქრონ არა მხოლოდ რომსა და კართაგენს შორის არსებულ კონფლიქტებზე, არამედ იმსჯელონ  რა შედეგები შეიძლება სახელმწოფოებს შორის არსებულმა კონფლიქტებმა , როგორი შედეგები შეუზლია მოუტანოს სამყაროს და შესაძლებელია ეკოლოგიურ პრობლემის განხილვაც კი მოასწროთ .
ეს კონკრეტული გაკვეთილი ჩემმა მოსწავლეება რუსეთის , ჩრდ. კორეის მაგალითების მოყვანით დაასრულეს და აღნიშნეს , რომ რომსაც და კართანგესაც სჯობდა საკუთარი სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისე ეზრუნათ, რომ მათი ინტერესების კონფლიქტი ხმელთაშუა ზღვის გამო ომში არ გადაზრდილიყო 
 შედეგი- პუნიკური ომების შემდეგ დაინგრა კართაგენი 
მე-5 საუკუნეში დაინგრა რომის იმპერია 
 ახლა ისევ მივუბრუნდეღ ე.ს გ-ს და ვნახოთ რას მივაღწიეთ
ა. ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ფაქტების და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, არა მხოლოდ მშრალი თარიღებით , არამედ ილუსტრაციების და რუკების გამოყენებით 
ბ. ჩემმა მოსწავლეეს განიხილეს ომის პერიოდები , იმსჯელეს სტრატეგიებზე . ( მაგ. ჰანიბალთან ადვილად მიაკრეს სპილოებით ალპების  გადალახვა და იქვე იმსჯელეს , როგორ აჯობა ამით რომს , თუმცა დროებით ) 
იმსჯეელს  რომსა და კართაგენს შორის არსებულ კონფლიქტზე და გამოიტანედასკვნა , რომ მსგავსი სტრატეგიები იწვევს სახელმწიფოების დასუსტებას , ან გაქრობას, თუმც ააქვე აღნიშნეს , რომ ეს ერთის გაძლიერების საშუალებაა, რომელიც შესაძლებელია "მონოპოლისტიც " გახდეს 
გ. თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია ხალხმა იფიქროს კონფლიქტების მოგვარებაზე , რათა მიეცეთ საშუალება იცხოვრონ ნორმალურად 

p.s ეს გაკვეთილი ერთი ჩვულებრივი საგაკვეთილო პროცსია,არც სამოდელოა, არც საჩვენებელი , არის მოსწავლეებისათვის და შედეგად მივიღე ის რომ მოეწონათ . ჩემი მთავარი სწავლების პრინციპიც ასეთია , ვასწავლოთ ხალისით, ინტერესით და შევძლოთ ისე  დავსვათ შეკითხვები , რომ მოსწავლემ იფიქროს და არა იზეპიროს ფრაზები 
გისურვებთ წარმატებას 
( ტექსტი უცბად აკრეფილია, მიზეზი დღეს მოსული შეტყობინებებია- ერთი გაკვეთილსი გაზიარებას მთხოვდნენ მასწავლებლები, თუ სადმე ტექსტში შეცდომა გაიპარა , მომიტევეთ და მიმითითეთ, აუცილებლად ჩავასწორებ ) 
 მადლობა 






9 Response to "მერვე კლასი და ისტორია "

  1. Giorgi Tchautchidze's blog says:
    October 10, 2017 at 11:40 AM

    მადლობა საინტერესო პრაქტიკის გაზიარებისთვის! გარდა მასალისა, მნიშვნელოვანია დამოკიდებულება, რომელიც ჩანაწერშია: მარტივად, მაგრამ მონდომების შემთხვევაში პოზიტიურისკენ მიმართო მოსწავლეთა ჩართულობა.

    დამაკლდა: 1. ამოსაბეჭდი მასალა; 2. კონკრეტიკა, თემის შესწავლის რა მომენტში შეიძლება ჩავატაროთ ეს კონკრეტული გაკვეთილი. 3. შეფასების რუბრიკა...

    რაც შეეხება სამოდელოობას, ვფიქრობ, ორიოდე შტრიხის დამატებით სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებსაც. მაგალითად, ინგლისურენოვან წყაროს/ვიდეოს შემოტანით მშვენივრად იქცევა ინტეგრირებულ ან/და გამჭოლ კომპეტენციაზე (მედიაწიგნიერება) ორიენტირებულ გაკვეთილად.

    აგრეთვე: მიმაჩნია, რომ მცირეოდენ დროს თუ გამონახავ იმ გაკვეთილების გასაფორმებლად/ჩასაწერად, რასაც ისედაც ატარებ, შექმნიდი სამოდელო გაკვეთილების "აბულაძის ბანკს".

  2. ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) says:
    October 10, 2017 at 11:51 AM

    გიო მასალას , ამოსაბეჭდს , როცა მეტყვი მაშინ მოგაწვდი , რაც შეეხება როდის? როცა პუნიკურ ომებს გადიხარ, თემატურად , შეფასების რუბრიკის ცხრილებიც მაქვს და როცა მეტყვი იმასაც მოგაწვდი. ამ შემტხვევაში ფასდება- მოსწავლე ინდივიდუალური შეფასებით, დისკუსიაში ჩართულობით, ცოდნაც შესაბამისად , კითხვა-პასუხის და "შეცდომის აღმოჩენის " შესაბამისად

  3. ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) says:
    October 10, 2017 at 11:52 AM

    დიდი მადლობა , გიორგი

  4. ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) says:
    October 10, 2017 at 11:53 AM

    "აბულაძის ბანკზე" ვიფიქრებ, კარდი იდეა მომაწოდე ახლა :)

  5. ხათუნა ფანცულაია says:
    October 10, 2017 at 12:54 PM

    მადლობა ნინო პრაქტიკის გაზიარებისთვის , მე ერთი რამ მაინტერესებს, ბავშვები სანამ დაიწყებენ ფატების და მოვლენების დაკავშირებას, ინფორმაცია საიდან აქვთ, ანუ ტექსტის გაცნობა იქვე ხდება თუ უკვე მიცემული აქვთ ეს დავალება

  6. ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) says:
    October 10, 2017 at 12:58 PM

    მადლობა, კარგი შეკითხვაა , ამ აქტივობის დაწყებამდე მოსწავლეებს ვთხოვე ერთხელ წაეკითხათ გაკვეთილი , თუმცა ეს არ მივუთითე ჩანაწერში, რადგან შეიძლება ეს მეთოდი ახსნის დროსაც გამოიყენოთ და ასევე გაკვეთილის გამოკითხვისაც

  7. ხათუნა ძნელაძე says:
    October 11, 2017 at 7:27 AM

    მადლობა პრაქტიკის გაზიარებისათვის!

  8. Unknown says:
    January 22, 2018 at 10:13 AM

    sauketeso xart mas

  9. Unknown says:
    May 22, 2019 at 9:17 PM

    კარგი ნამუშავარია

Post a Comment