1 comments
Posted by
ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) ,
1:30 AM
როდესაც მსურს "ჩავიხედო სარკეში" და ვკითხო , "როგორი ვარ გაკვეთილზე?" სხვა და სხვა მეთოდებს მივმართავ . გამომიცდია- #ფოტოშეფასება, #ვიდეოშეფასება , "გადაღებაშეფასება" , მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაზე საინტერესოა ჩემი "სარკის პასუხი" , როდესაც მოსწავლეს ვუცვლი როლს, ის ნინო მასწავლებელია, მე კი მისი მოსწავლე . დღეს რომ ჩემი მოსწაავლეები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას და თავად გეგმავენ რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთონ , ამაზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს , არც იმის ახსნას დავიწყებ , რამდენჯერ გაგვიკეთებია ჩვენ ეს ე. წ როლური თამაში ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში , ისიც ვიცი , რომ ეს არც ინოვაცია არ არის და არც არაჩევეულებრივი პროცესია, უმეტესობას "გვიყურებია" ჩვენი თავისთვის მოსწავლის პოზიციიდან..
უბრალოდ ერთს დავამატებ, ეს არა მარტო "სასარგებლოა" , არამედ საინტეერსოც კი .. რაც არ უნდა ეცადოს მოსწავლემ "არასხვასმიმგვანებული" გაკვეთილი ჩაატაროს, მაინც ვხედავთ ჩვენს თავს ...და ეს ძალიან კარგია
როცა მოსწავლე მასწავლებელიაა by Slidely Slideshow
Posted by
ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) ,
Sunday, November 19, 2017
4:18 AM
ძალიან რთულია საკუთარ თავზე ისაუბრო და იყო ობიექტური. არ ვიცი, მე პირადად რამდენად შევძელი, წარმომედგინა ჩემი ცხოვრების დინამიკა და მასწავლებლის გზა. გასაკვირიც არ არის. თავადპირველად არ მსურდა კონკურსში ჩაბმა , მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები , ვინც მიბიძგეს , გავმხდარიყავი მონაწილე ამ მეტად საინტერესო პროცესის . ეს ადამიანები ჩემი ოჯახის წევრები არიან. ხოლო მეორე , რის შემდეგაც მივხვდი, რომ ყოყმანი არ იყო საჭირო , გახლავთ ყოფილი მოსწავლის რეკომენდაცია. ეს კი , ვფიქრობ , ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სტიმულია .
მე ვარ მასწავლებელი საქართველოდან
ნინო აბულაძე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები 2017 by Slidely Slideshow
Posted by
ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) ,
Tuesday, October 10, 2017
11:09 AM
მე-8 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ ბევრი გვისაუბრია , ვხდავთ მთელ რიგ პრობლემებს , რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ წიგნი ნაკლებად საინტერესოა ჩვენი მოსწავლეებისათვის. ხშირად გვიწევს სასწავლო რესურსების შექმნა და ასევე დამატებითი აქტივობების მოფიქრება იმისათვის , რომ გაკვეთილი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული , საინტერესო, დაეხმაროს ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში და რაც მთავარია მიიღოს ისეთი ცოდნა , რომელიც გამოადგება . მასწავლებლებს აინტერესებთ და ხშირად მეკითხებიან როგორ გაკვეთილებს ვატარებ , ვფიქრობ ჩემთვის თქვენთან საუბარი ამ თემაზე აუცილებელია, რადგან საინტერესოა არა მხოლდო ის , როგორია ჩემი საგაკვეთილო პროცესი, არამედ ,ზოგადად , აუცილებელია ვიფიქროთ რამდენად შეგვიძლია დღეს ჩვენ კარგად ვასწავლოთ ისტორია .
დღეს შევეცდები ერთ-ერთი გაკვეთილი გაგიზიაროთ, მაგრამ ერთი პირობით, აუცილებლად ველი თქვენგან უკუკავშირს
გაკვეთილი_პუნიკური ომები
პირველ რიგში ე.ს გ-დან ვირჩევ შესაბამის სტანდარტს , ამჯერად ესენია
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს
შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,
განვითარება და შედეგები.
ამის შემდეგ , ვცდილობ, დავგეგმო ისეთი გაკვეთილი, რომელიც პრაქტიკულია, არ არის რთული წინამოსამზადებელი პერიოდი და ამ ჯერად უარს ვამბობს ისტ-ის გამოყენებაზე გაკვეთილსი პროცესში, მაგრამ მჭირდება სახლში სასწავლო რესურსის შესაქმნელად , ესეც არ არის რთული გასაკკეთებელი
თემის შესაბამისად ფოლდერში ვათავსე
ა. ილუსტრაციებს ბ. რუკებს გ. ტექსტს
შენიშვნა : ტექსტი უნდა იყოს ძალიან მცირე, მის შესაქმნელად გუგლის გამოყენებაც კი არ დაგჭირდებათ . მაგ. რომი მილიტარისტული სახელმფოა . კატონის გამონათქვამი და ა.შ
2. საგაკვეთილო პროცესის დროს
ა. გამზადებული მასალიდან ვიღებ იმ ფურცლებს , რომელზეც წერია საკვანძო სიტყვები
მაგ. პირველი, მეორე და მესამე პუნიკური ომები , ასევე ჰანიბალი, ან სციპიონი და მათ არეულად ვაკრავ დაფაზე მაგნიტის დახმარებით
ბ. ამობეჭდილ მასალას (ილუსტრაციებს, რუკებს , მცირე ტექსტებს) ვათავსებ დაფის წინ მერხზე , ვდებ არეულად, მაგრამ ისე, რომ მისი დატვალიერება მოსწავლემ შეძლოს ადვილად
აქტივობა 1. - მოსწავლეებს ვთხოვ , სურვილის მიხედვით გამოვიდნენ , შეარჩიონ ის ფურცელი , რომელიც მატი აზრით შეესაბამება დაფაზე გაკრულ "საინფორმაციო ბანერს" და მიაკრან მის ქვემოთ მაგნიტის საშუალებით
შენიშვნა : თავდან ვიძახებ ერთ მოსწავლეს, კლასი კარგად აკვირდება ის როგორ მოქმედებს, როდესაც ვხედავ რომ ე. წ ინსტრუქცია მათთვის გასაგებია , ამის შემდეგ სამ -სამ მოსწავლეს ვიძახებ და დროსაც ვაწესებ ( ვითვლი 10-მდე ხმამაღლა , როცა ისმის საკრალური სიტყვა 10, მოსწავლეს აღარ აქვს საშუალება გააგრძელოს "ქმედება " და ამ დროს შესაძლებელია , სიჩქარეში დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან ამ შეცდომას კლასთან ერთად
აქტივიბა 2. გასაკრავი მასალის ამოწურვის შემდგომ იწყება მეორე , ანუ "შეცდომების აღმოჩენა " და "მაგნიტებით ილუსტრაციების გადაადგილება " , გამოცდილებიდან გეტყვით , რომ ეს პროცესიც სახალისოა , კლასი ჩართულია , მცირე ხმაურიც რ გვაშინებს, რადგამ ის სამქმიანია და აუცილებელი იმ პერიოდში .
აქტივობა 3.
შეკითხვა ა. დაგვეხმარა თუ არა ეს აქტივობა იმისათვის რომ უკეთ გაგვეანალიზებინა პუნიკური ომები
შეკითხვა ბ. მილიტარისტული სახელმწიფო რატომ შეიძლება ვუწოდოთ რომს
შეკითხვა გ. როდის გაჩნდა ჩვენს "ისტორიულ ლექსიკაში " ეს სიტყვა და რომელი ქვეყნის გაცნობის დროს დაგვჭირდა
შეკითხვა დ. არსებული კონფლიქტები რამდენად ასუსტებს ქვეყნებს და დღეს თუ გვაქვს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი ტერიტორიების გამო
ეს კონკრეტული გაკვეთილი ჩემმა მოსწავლეება რუსეთის , ჩრდ. კორეის მაგალითების მოყვანით დაასრულეს და აღნიშნეს , რომ რომსაც და კართანგესაც სჯობდა საკუთარი სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისე ეზრუნათ, რომ მათი ინტერესების კონფლიქტი ხმელთაშუა ზღვის გამო ომში არ გადაზრდილიყო
შედეგი- პუნიკური ომების შემდეგ დაინგრა კართაგენი
მე-5 საუკუნეში დაინგრა რომის იმპერია
ახლა ისევ მივუბრუნდეღ ე.ს გ-ს და ვნახოთ რას მივაღწიეთ
ა. ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ფაქტების და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, არა მხოლოდ მშრალი თარიღებით , არამედ ილუსტრაციების და რუკების გამოყენებით
ბ. ჩემმა მოსწავლეეს განიხილეს ომის პერიოდები , იმსჯელეს სტრატეგიებზე . ( მაგ. ჰანიბალთან ადვილად მიაკრეს სპილოებით ალპების გადალახვა და იქვე იმსჯელეს , როგორ აჯობა ამით რომს , თუმცა დროებით )
იმსჯეელს რომსა და კართაგენს შორის არსებულ კონფლიქტზე და გამოიტანედასკვნა , რომ მსგავსი სტრატეგიები იწვევს სახელმწიფოების დასუსტებას , ან გაქრობას, თუმც ააქვე აღნიშნეს , რომ ეს ერთის გაძლიერების საშუალებაა, რომელიც შესაძლებელია "მონოპოლისტიც " გახდეს
გ. თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია ხალხმა იფიქროს კონფლიქტების მოგვარებაზე , რათა მიეცეთ საშუალება იცხოვრონ ნორმალურად
p.s ეს გაკვეთილი ერთი ჩვულებრივი საგაკვეთილო პროცსია,არც სამოდელოა, არც საჩვენებელი , არის მოსწავლეებისათვის და შედეგად მივიღე ის რომ მოეწონათ . ჩემი მთავარი სწავლების პრინციპიც ასეთია , ვასწავლოთ ხალისით, ინტერესით და შევძლოთ ისე დავსვათ შეკითხვები , რომ მოსწავლემ იფიქროს და არა იზეპიროს ფრაზები
გისურვებთ წარმატებას
( ტექსტი უცბად აკრეფილია, მიზეზი დღეს მოსული შეტყობინებებია- ერთი გაკვეთილსი გაზიარებას მთხოვდნენ მასწავლებლები, თუ სადმე ტექსტში შეცდომა გაიპარა , მომიტევეთ და მიმითითეთ, აუცილებლად ჩავასწორებ )
მადლობა
Posted by
ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) ,
8:21 AM
"2017 წლის 26-29 ივნისს საქართველოში ჩამოვიდა Values and Knowledge Education/საგნის ცოდნისა და ღირებულებების თეორიის ავტორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-ლუკ პატრი.
ჟან-ლუკ პატრი მონაწილეობს პროექტში ,,Values and Knowledge Education/საგნის ცოდნისა და ღირებულებების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“, რომელიც შემუშავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ეკატერინე შავერდაშვილისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტის თამარ მოსიაშვილის მიერ.
პროფესორი პატრიმ პროექტის ავტორებთან ერთად მოამზადა VaKE -ს მიდგომის ჩარჩოს სამუშაო ვარიანტი ქართული რელობის გათვალისწინებით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მასწავლებლებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარებთან სამუშაო შეხვედრის ჩატარება. შეხვედრა ჩატარდა გოეთეს ინსტიტუტში და დაესწრო 22 მსმენელი.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი პატრი. მონაწილეები გაეცვნენ VaKE-ს თეორიულ საფუძვლებს, მის კავშირს კოლბერგის მორალური განვითარების თეორიასთან.
VaKE-ს როლი განათლებაში უკავშირდება ცოდნის, არგუმანტაციისა და დისკუსიის როლის გაძლიერებას ღირებულებებისა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში. განხილული იქნა შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროცესში მორალური დილემის როლს, მის მნიშვნელობასა და გავლენას.
პროფესორი პატრიმ პროექტის ავტორებთან ერთად მოამზადა VaKE -ს მიდგომის ჩარჩოს სამუშაო ვარიანტი ქართული რელობის გათვალისწინებით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მასწავლებლებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარებთან სამუშაო შეხვედრის ჩატარება. შეხვედრა ჩატარდა გოეთეს ინსტიტუტში და დაესწრო 22 მსმენელი.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი პატრი. მონაწილეები გაეცვნენ VaKE-ს თეორიულ საფუძვლებს, მის კავშირს კოლბერგის მორალური განვითარების თეორიასთან.
VaKE-ს როლი განათლებაში უკავშირდება ცოდნის, არგუმანტაციისა და დისკუსიის როლის გაძლიერებას ღირებულებებისა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში. განხილული იქნა შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროცესში მორალური დილემის როლს, მის მნიშვნელობასა და გავლენას.
Subscribe to:
Posts (Atom)