სამოქმედო გეგმა


   
თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ მასწავლებელი ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას , რომელიც მინიმუმ ერთ წელში განსახორციელებელი აქტივობებისაგან შედგება ; მასწავლებლებისათვის მსგავსი გეგმის შედგენა სიახლეს არ წარმოადგენს , წლების განმავლობაში ყოველთვის წინასწარ ვგეგმავდი ჩემ სამუშაო პროცესს, რომელიც  მორგებული უნდა ყოფილიყო  ჩემ სასწავლო პროცესზე , ასევე მე შემეძლო მასში შემეტანა ცვლილებები, რადგან ზოგჯერ   ყველაფერი ისე არ გამოგვდის, როგორც ვგეგმავთ
რატომ ვადგენთ თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ?! ამაზე პასუხი მარტივია და ყველასთვის გასაგები , კითხვარი დამეხმარა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი ჩემ ძლიერ და სუსტ მხარეებზე  , მეფიქრა როგორ გამეუმჯობესებინა ჩემი მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესი ;
   ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა მეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად დავგეგმო  ჩემი მოსწავლეებისათვის აუცილებელი სასწავლო აქტივობები;  სწორად შერჩეული და გონივრულად დაგეგმილი აქტივობები განაპირობებს ჩემ წარმატებას და შესაბამისად, ჩემი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას;
     "მასწავლებელმა საკუთარი პროფესიული ზრდის დაგეგმვისას საჭიროებების გათვალისწინებით თავად უნდა შეარჩიოს პროფესიული განვითრების შესაბამისი ფორმა მრავალი ალტერნატივიდან.
                     პროფესიული განვითარების ფორმები -
  • გარედან მიღებული სერვისები; 
  • ადგილზე პროფესიული განვითარების შესაძლებლობები: 
პროფესიული განვითარების საქმიანობათა ფორმები/პროფესიული განვითარების მოდელები/ღონისძიებები:

  • · პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;
  • · სამუშაო შეხვედრებში (ე.წ.უორქშოფებში) მონაწილეობა;
  • · სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;
  • · სხვა მასწავლებლის მენტორობა;
  • · პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;
  • · კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
  • · პარარელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
  • · მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  • · პრაქტიკის კვლევა;
  • · კვლევაში მონაწილეობა;
  • · ექსპერტთან კონსულტაცია; 
  • · „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი - სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა; საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი;
  • · ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;
  • · სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
  • · საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;
  • · ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
  • · პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება;
  • · თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
  • · წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
  • · გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
  • · კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
  • · პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;
  • · ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;
  • · საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
  • · დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • · საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
  • · აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
  • · საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
  • · სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
  • · სტატიების დაწერა;
  • · სასწავლო რესურსების შექმნა;
  • · პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;
  • · თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის;
  • · დაკვირვება/შეფასება;
  • · განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა და ა.შ 
    საქმიანობის სახეობა დამოკიდებულია უშუალოდ მიზანზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მიზნის მისაღწევად საჭიროა ლოგიკურად და თანმიმდევრულად დაგეგმილ რამდენიმე საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, როგორებიცაა პრაქტიკული კვლევა, სამოდელო გაკვეთილი, ერთობლივი გაკვეთილი, სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ.
    გარდა საქმიანობების განსაზღვრისა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქმიანობების განრიგის შემუშავებას. ასევე სასურველია წინასწარ განისაზღვროს თითოეული აქტივობისათვის საჭირო დრო როგორც უშუალოდ საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე მოსამზადებელი სამუშაობის გათვალისწინებით.
  აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ინდივიდუალურ გეგმებში საჭირო გახდეს გარკვეული ცვლილებების განხორციელება შინაარსის, საქმიანობისსახეობის ან განრიგის თვალსაზრისით. 

 აქვე გაგცნობთ შაბლონს, რომელიც დაგეხმარებათ, როგორ შეიძლება  "ავაგოთ" სამოქმედო გეგმის ცხრილი , აქტივობებს და საჭიროებებს თავად წერთ, ყველა გისურვებთ წარმატებას




 გამოყენებული მაქვს  ; მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა  საკითხავი მასალა; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2015 წ. 

3 Response to "სამოქმედო გეგმა "

  1. Unknown says:
    January 12, 2016 at 1:26 PM

    mshvenieria

  2. nona khupenia says:
    January 12, 2016 at 11:42 PM

    ძალიან მაინტერესებს,მასწავლებელს რომელსაც 4-5 სსსმ მოსწავლე ჰყავს და უამრავი საწერი და სამუშაო ამ კუთხით,რამდენ კრედიტქულას იმსახურებს

  3. ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) says:
    January 12, 2016 at 11:54 PM

    კრედიტების ამბავს მეც ველოდები , მაინტერესებს როგორ აფასებენ ჩვენ შრომას

Post a Comment