ჩემი გაკვეთილი-  რეპრესიები საქართველოში

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა საქართველოში
(გაკვეთილის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - მედიაწიგნიერების შესახებ; ამ გვერდზევე შეგიძლიათ იხილოთ  საინტეერსო მასალები და  სასწავლო რესურსები სხვადასხვა საგნებში )
გაკვეთილის თემა : რეპრესიები საქართველოში
კლასი : მეთორმეტე (შესაძლებელია მეცხრე კლასშიც)
საგანი : ისტორია
გაკვეთილის მიზანი :
 საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  •  ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზება, წინარე ცოდნის გააქტიურება;
  •   მსჯელობითა და ავთენტური დოკუმენტური მასალებზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გაკეთება; 
  •  არგუმენტირებული მსჯელობა. გაკვეთილზე მოსწავლეები განივითარებენ კვლევით უნარებს, შეძლებენ ინფორმაციის გაფილტვრას და კრიტიკულად შეაფასებენ საკითხზე საკუთარ წარმოდგენებს.

 ( ე.ს გ- XII.3. მოსწავლეს შეუძლია XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების ანალიზი.ისტ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების კვლევა.)
მედიაწიგნიერების მიზნებია:

  •  მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;  
  • სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება;
  •   მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.
დანარჩენი იხილეთ ვებგვერდზე  ( რესურსი - ისტორია )


 დიდი მადლობა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს  !!

პროექტზე დაფუძნებული სწავლება


   სასწავლო პროექტი პრობლემის გადაჭრის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევით , შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები. პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა;პროექტზე მუშაობისას შეძენილ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკაში;პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას , ისინი ხალისით მუშაობენ , რაც არ უნდა რთული იყო დასახული მიზანი ერთად ეძებენ გზებს, რომელიც ყველა სირთულეს ერთად გადაალახინებს, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს; პროექტგაკვეთილი  სრულიად განსხვავებულია ტრადიციული გაკვეთილისაგან, გარდა იმისა რომ ისინი მთელ რიგ აქტივობებს ანხორციელებენ სკოლაში, აუცილებელია სკოლისგარეშე დაწესებულებების ჩართვა სასწავლო პროცესში, მაგალითად მუზეუმების, შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან, ინტერვიუს აღება  და სხვა მრავალი აქტივობა;

პროექტზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციის და დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევები, მასწავლებელი ამგვარი სწავლების დროს არის ექსპერტი, დამკვირვებელი და დამხმარე , მე მევალება ჩემი პროექტების განხორციელებებისას მოსწავლეები პასიური მდგომარეობიდან გადავიყვანო აქტიურ მდგომარეობაში და მუშაობისას  აუცილებლად შეიძინოს ის კომპეტენციები, რომელიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას; ამავე დროს სასურველია , რომ პროექტები დავგეგმოტ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან ერთად, რადგან საგანთა მომცველი-ინტერდისციპლინარულ პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს დაეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში; ჩემს პროექტებში ჩართულები არიან ქართულის, უცხო ენის, ბიოლოგიის, ხელოვნების , გეოგრაფიის და ისტის მასწავლებლები , ასევე აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, რადგან ეს უკანასკნელი  მოსწავლეებს ცოდნის მიღების დამატებით საშუალებას აძლევს,იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია .

კორნელის მეთოდი (CORNELL HOTES)



კორნელის მეთოდი შემუშავდა 1950 წელს , კორნელის უნივერსიტეტში , პროფესორ უოლტერ პაუკის მიერ  , რომელიც გახლავთ ავტორი წიგნისა "როგორ ვისწავლოთ კოლეჯში" 
  ამ მეთოდის მთავარი ამოცანაა -  მოკლე ჩანაწერების გაკეთება სასწავლო პროცესის დროს  ,  რომელიც დაგვეხმარება მეხსიერებაში  "შევინახოთ" მასალა ;
  კორნელის მეთოდი მეტ-ნაკლებად გვახსენებს ჩვენ სამუშაო პროცეს, გავიხსენოთ, როგორ ვაკეთებთ ჩანაწერებს?! ხშირ შემთხვევაში- ფურცელს ვყოფთ ორ ნაწილად, ერთ მხარეს ჩამოვწერთ ძირითად საკითხებს, მეორე მხარეს კი ვუწერთ განმარტებებს , თეზისებს , მოკლე ახსნას ,პირველი განსხვავება ჩვენ ჩანაწერებსა და კორნელის მეთოდს შორის სწორედ აქ არის, ფურცელს ვყოფთ არა ორ ნაწილად, არამედ სამ ნაწილად , ფურცლის მარცხენა მხარეს ვწერთ  საკითხის მიმანიშნებელ სიტყვას, ან ფორმულას, ან გავაკეთოთ ჩანახატი , მარჯვენა მხარეს კი ვაკეთებთ განმარტებას, ახსნას , რომელიც გვეხმარება დავიმახსოვროთ მთავარი საკითხის ძირითადი მნიშვნელობა ; მაგალითისთვის , წარმოვიდგინოთ, რომ ვხსნით  დამწერლობას და მოსწავლეებ ვუხსნით დამწერლობის განვითარების უძველეს  პერიოდს, როდესაც ადამიანმა ჯერ არ იცოდა რა იყო დამწერლობა, მაგრამ ის ცდილობდა  თავისი ემოცია დაეტოვებინა ნახატი სახით, ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს მასალა მოსწავლემ ჩაიწეროს "კორნელის მეთოდის" მიხედვით :



როგორც ხედავთ, ეს მეთოდი როგორც ჩვენ, ასევე მოსწავლეებს დაგვეხმარება გავაკეთოთ მოკლე და საინტერესო მასალები , რომელიც ხელს შეუწყობს , როგორც მასალის გააზრება-დამახსოვრებას, ასევე სწავლის პროცესის გაუმჯობესებას ;

დღეს საქართველოში მასწავლებლები უკვე იყენებენ "კორნელის ჩანაწერებს"ჩემი კოლეგები სხვადასხვა რეგიონიდან ხშირად მიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას , გორის მუნიციპალიტეტის სკრის საჯარო სკოლაშიდაწყებითი კლასის მასწავლებელი ლელა გოგინაშვილი დაწყებითი კლასის მასწავლეებლია, ის მოსწავლეებთან ხშირად იყენებს კორნელის მეთოდს, აქვე შემიძლია შემოგთავაზოთ ის მასალა, რომელიც ლელამ გამიზიარა , ვფიქრობ ძალიან საინტერესო ჩანაწერია 



ვერ ვიტყვი, რომ ეს მეთოდი კარგად ვიცი, თუ მომწერთ თქვენ მოსაზრებებს, ძალიან გამახარებთ 

დამხმარე მასალა - http://stabilopoint88.ru/metod_corneli.html
http://romankalugin.com/metod-korneli-dlya-effektivnyih-zametok/


სამოქმედო გეგმა


   
თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ მასწავლებელი ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას , რომელიც მინიმუმ ერთ წელში განსახორციელებელი აქტივობებისაგან შედგება ; მასწავლებლებისათვის მსგავსი გეგმის შედგენა სიახლეს არ წარმოადგენს , წლების განმავლობაში ყოველთვის წინასწარ ვგეგმავდი ჩემ სამუშაო პროცესს, რომელიც  მორგებული უნდა ყოფილიყო  ჩემ სასწავლო პროცესზე , ასევე მე შემეძლო მასში შემეტანა ცვლილებები, რადგან ზოგჯერ   ყველაფერი ისე არ გამოგვდის, როგორც ვგეგმავთ
რატომ ვადგენთ თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ?! ამაზე პასუხი მარტივია და ყველასთვის გასაგები , კითხვარი დამეხმარა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი ჩემ ძლიერ და სუსტ მხარეებზე  , მეფიქრა როგორ გამეუმჯობესებინა ჩემი მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესი ;
   ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა მეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად დავგეგმო  ჩემი მოსწავლეებისათვის აუცილებელი სასწავლო აქტივობები;  სწორად შერჩეული და გონივრულად დაგეგმილი აქტივობები განაპირობებს ჩემ წარმატებას და შესაბამისად, ჩემი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას;
     "მასწავლებელმა საკუთარი პროფესიული ზრდის დაგეგმვისას საჭიროებების გათვალისწინებით თავად უნდა შეარჩიოს პროფესიული განვითრების შესაბამისი ფორმა მრავალი ალტერნატივიდან.
                     პროფესიული განვითარების ფორმები -
  • გარედან მიღებული სერვისები; 
  • ადგილზე პროფესიული განვითარების შესაძლებლობები: 
პროფესიული განვითარების საქმიანობათა ფორმები/პროფესიული განვითარების მოდელები/ღონისძიებები:

  • · პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;
  • · სამუშაო შეხვედრებში (ე.წ.უორქშოფებში) მონაწილეობა;
  • · სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;
  • · სხვა მასწავლებლის მენტორობა;
  • · პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;
  • · კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
  • · პარარელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
  • · მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  • · პრაქტიკის კვლევა;
  • · კვლევაში მონაწილეობა;
  • · ექსპერტთან კონსულტაცია; 
  • · „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი - სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა; საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი;
  • · ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;
  • · სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
  • · საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;
  • · ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
  • · პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება;
  • · თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
  • · წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
  • · გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
  • · კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
  • · პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;
  • · ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;
  • · საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
  • · დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • · საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
  • · აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
  • · საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
  • · სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
  • · სტატიების დაწერა;
  • · სასწავლო რესურსების შექმნა;
  • · პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;
  • · თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის;
  • · დაკვირვება/შეფასება;
  • · განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა და ა.შ 
    საქმიანობის სახეობა დამოკიდებულია უშუალოდ მიზანზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მიზნის მისაღწევად საჭიროა ლოგიკურად და თანმიმდევრულად დაგეგმილ რამდენიმე საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, როგორებიცაა პრაქტიკული კვლევა, სამოდელო გაკვეთილი, ერთობლივი გაკვეთილი, სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ.
    გარდა საქმიანობების განსაზღვრისა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქმიანობების განრიგის შემუშავებას. ასევე სასურველია წინასწარ განისაზღვროს თითოეული აქტივობისათვის საჭირო დრო როგორც უშუალოდ საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე მოსამზადებელი სამუშაობის გათვალისწინებით.
  აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ინდივიდუალურ გეგმებში საჭირო გახდეს გარკვეული ცვლილებების განხორციელება შინაარსის, საქმიანობისსახეობის ან განრიგის თვალსაზრისით. 

 აქვე გაგცნობთ შაბლონს, რომელიც დაგეხმარებათ, როგორ შეიძლება  "ავაგოთ" სამოქმედო გეგმის ცხრილი , აქტივობებს და საჭიროებებს თავად წერთ, ყველა გისურვებთ წარმატებას




 გამოყენებული მაქვს  ; მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა  საკითხავი მასალა; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.2015 წ. 

პროექტზე დაფუძნებული სწავლება


სასწავლო პროექტი პრობლემის გადაჭრის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევით , შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები. პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა;პროექტზე მუშაობისას შეძენილ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკაში;პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას , ისინი ხალისით მუშაობენ , რაც არ უნდა რთული იყო დასახული მიზანი ერთად ეძებენ გზებს, რომელიც ყველა სირთულეს ერთად გადაალახინებს, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს; პროექტგაკვეთილი სრულიად განსხვავებულია ტრადიციული გაკვეთილისაგან, გარდა იმისა რომ ისინი მთელ რიგ აქტივობებს ანხორციელებენ სკოლაში, აუცილებელია სკოლისგარეშე დაწესებულებების ჩართვა სასწავლო პროცესში, მაგალითად მუზეუმების, შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან, ინტერვიუს აღება და სხვა მრავალი აქტივობა;

                  


პროექტზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციის და დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევები, მასწავლებელი ამგვარი სწავლების დროს არის ექსპერტი, დამკვირვებელი და
დამხმარე , მე მევალება ჩემი პროექტების განხორციელებებისას მოსწავლეები პასიური მდგომარეობიდან გადავიყვანო აქტიურ მდგომარეობაში და მუშაობისას აუცილებლად შეიძინოს ის კომპეტენციები, რომელიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას; ამავე დროს სასურველია , რომ პროექტები დავგეგმოტ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან ერთად, რადგან საგანთა მომცველი-ინტერდისციპლინარულ პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს დაეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში; ჩემს პროექტებში ჩართულები არიან ქართულის, უცხო ენის, ბიოლოგიის, ხელოვნების , გეოგრაფიის და ისტის მასწავლებლები , ასევე აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, რადგან ეს უკანასკნელი მოსწავლეებს ცოდნის მიღების დამატებით საშუალებას აძლევს,იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია .
  მოდით განვიხილოთ, სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა , კერძოდ ჩამოვთვალოთ ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციები:
  •  ციფრული წიგნიერება
  •  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ;
  •  თანამშრომლობა;
  •  რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა; 
  • შემოქმედებითობა; 
  •  თვითრეგულირება; 
  • კრიტიკული აზროვნება 

“მე ვიკლევ” -დღეს ეს საკმაოდ ცნობილი სტრატეგიაა, რომელიც გამოიყენება სკოლებში სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორცილებისას. როდესაც მე ჩემ მოსწავლეებთან
ერთად მიზნად ვისახავ გრძელვადიან სასწავლო ამოცანებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევთ დაგეგმილ შედეგებს საინფორმაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერის და ინტერნეტის ) დახმარებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების უნარ-ჩვევების დიაპაზონი კიდევ ფრო მდიდრდება , ისინი ეძებენ მასალებს ინტერნეტში, ამზადებენ pomer pointis
პრეზენტაციებს, ქმნიან ბლოგებს, იწერენ ინტერვიუს, ბეჭდავენ ბუკლეტებს და ა.შ. .

თვალსაჩინოების უკეთ წარმოსაჩენად და გამოცდილების გასაზიარებლად გადავწვიტე ჩემ მიერ განხორციელებული შედეგზე ორიენტირებულ პროექტებში ისტ-ის როლსა და ზოგადად თამედროვე ტექნლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პროცესზე გესაუბროთ. ჩემ მიერ სკოლაში განხორციელებული პროექტები, რომლებიც არა თუ აშორებს მოსწავლეებს წიგნიერებას, არამედ ისტ-ის დახმარებით ახერხებენ არსებული ცოდნის კონსტრუირებას, დამატებითი ინფორმაციებით წიგნში არსებული მასალების შევსებას , ასევე პროექტგაკვეთილების მსვლელობის დროს ისინი ხდებიან მკვლევარები, ირჩევენ კვლევის ობიექტს და წამოადგენენ შექმნილ პროდუქტს,
რომლის შეფასება თქვენთვის მომინდვია;ჩვენ მიერ ა განხორციელებული პროექტგაკვეთილები შეგიძლიატ ჩემ პორტფოლიოში იხილოთ ყველა პროექტი თავისი შინაარსითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ყველგან შეიმჩნევა მოსწავლეების აქტიური ჩართულება და რაც მთავარია , ყველგან კარგად ჩანს , თუ რა როლი უკავია სასწავლო პროექტებში ისტ-ს.თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში მოსწავლეებს ცოდნის მიღების დამატებით რა საშუალებას აძლევს.იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.

ნებისმიერი პროექტის დაწყების წინ უნდა გამოვყოთ მთავარი მიზანი. რა უნარებს შეიძენენ ჩვენი მოსწავლეები ამ პროექტის განხორცილებისას. აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ პროექტის თემა, უმჯობესია ისეთი თემა შევარჩიოთ, რომელიც მოსწავლეების მიერ იქნება მოწონებული, რა თქმა უნდა , აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ პროექტის თემა ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებს და დადგენილი შედეგების მიღწევაში დაგვეხმაროს; ასევე, ყველა პროექტის დაწყების წინ ჩვენ განვსაზღვრავთ პროექტის მნიშვნელობასა და აქტუალობას ;შემდგომ უკვე ვაყალიბებ მიზანს ; სამუშაოს შესასრულებლად დაგეგმილი სასწავლო პროცესი, უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი გაკვეთილისაგან , ასევე მოსწავლეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ასევე უნდა ჩამოყალიბდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ ხელს შეწყობს 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას ; განვიხილოთ მეტ-ნაკლებად ის უნარები , რომლებიც ჩვენს მიერ დასახული მიზნის შესაბამისად გაგვიყვანს ორიენტირებულ შედეგზე:

მოსწავლეთა აქტიური სწავლება , მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში დადებითად აისახება ცოდნის გადატანაზე.საჭიროა მასწავლებლემა შექმნას ცოდნის გადატანის მოდელები, კერძოდ ნებისმიერი გაკვეთილი-პროექტის დაგეგმვის წინ მასწავლებელმა უნდა გაიაზროს რომელ მეთოდებსა და აქტივობეს გამოიყენებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს შედეგზე ორიენტირებული სწავლება;პროექტის დაგეგმვა უნდა მოხდეს მოსწავლეებთან ერთად,ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ რამდენი დრო დაგვჭირდება, რა რესურსებს გამოვიყენებთ,სად მოვიძიებთ რესურსებს , როგორ იმუშავებენ მოსწავლეები და პროექტის განხორციელების გზები უნდა უზრუნველყოფდეს მიზნის მიღწევას;პროექტის მიზანი უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ ამოცანებს , უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი; კვლევითი პროექტისას მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა ლიტერატურაზე, იღებენ ინფორმაციას ,აანალიზებენ, აკეთებენ ჩანაწერებს, აჯგუფებენ მოვლენებს საერთო მახასიათებელი ნიშნების მიხედვით, გამოიმუშავებენ ისეთ ტექნიკურ ცოდნასა და უნარებს , როგორიც არის ფოტო-აპარატთან მუშაობა, microsoft word-ში მასალის აკრეფა, სურათების ჩატვირთვა ,, pomer point-ის საშუალებით პრეზენტაციების აგება;ასევე გამოიმუშავებენ შემოქმედებით უნარს-ჩანახატების გაკეთება, ჩაანწერების გაკეთება; კრიტიკული აზროვნება -მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, მოსწავლემ უნდა შეძლოს ერთი პრობლემის, ან მოვლენის შესახებ საუბარი და განხილვა ისე, რომ მას დაუკავშიროს მსგავსი მოვლენები სხვა ქვეყნების ისტორიიდან , ან შეადაროს ამავე პერიოდში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში, ანუ გააკეთოს ანალიზი და იმსჯელოს, ნებისმიერი მოვლენა , ან ადამიანის განვითარების საფეხურები იყო თუ არა სხვა ქვეყნებში, ; მოსწავლემ უნდა ისწავლოს მთავარი პრობლემის დანახვა ნებისმიერ საკითხში, ძირითადი პრობლემის გამოყოფა და მისეული ხედვით ამ პრობლემის მოგვარება;რამდენად მიღწევადია ეს პროცესი? ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარება დისკუსიები, პრეზენტაციები, ჯგუფური მუშაობები, კონფერენციები ,ამ დროს ბავშვი თავად არის მთავარი მოქმედი პირი, მან უნდა დააინტერესოს მსმენელი, კონკურეციაც გაუწიოს სხვა პრეზენტატორს , მზად უნდა იყოს კლასიდან წამოსულ შეკითხვებს უპასუხოს, მასწავლებელში უნდა დაინახოს დამხმარე ძალა , მაგრამ არა დასაყრდენი.
შემოქმედებითი აზროვნება - როგორც ვიცით ამ ტიპის აზროვნება უფრო ძლიერად განვითარებული გვხვდება ხელოვნებამოყვარულ მოსწავლეებთან, ჯგუფური მუშაობისას უნდა შევძლოთ ყველას გაუჩნდეს სურვილი შემოქმედებითად იაზროვნოს, ჩანახატის გაკეთებაზე ძირითადად პროტესტს გამოთქვავენ ის მოსწავლეები ვისაც ხატვა ცუდად ეხერხება , ამ დროს მოსწავლეს ჭირდება გამხნევება, მე სტიმულს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს უბრალო რეპლიკებით-,,იცი, მეც სულ არ ვიცი ხატვა”, ”მოდი ვსინჯოთ , იქნება და გამოგვივიდეს ერთად რამე” ან შევთაზოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით ნახატების შექმნა, ისტ-ის გამოყენება ; სწორედ ამ წახალისების შემდეგ ჩემმა ბევრმა მოსწავლემ სცადა ჩანახატის გაკეთება და მეც და ისინიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, იყო შემთხვევა, რომ მოსწავლემ ზოგადად უარი მითხრა დაწერაზე, მე მას როლური თამაში წარმოდგენა შევთავაზე- ფანტაზიით დამდგარიყო გამოქვაბულის წინ და ეფიქრა, როგორ გადაერჩინა თავი, შედეგს მივაღწიე, მან შეძლო გადმოეცა საკუთარი ემოცია და ჩანაწერშიც გამომაჟღავნა ცოდნა, ასევე ვუზიარებ ისტ-ის პროგრამებს , სადაც ისინი ქმნიან საკუთარ ჩანახატებს ;
სწავლის ეფექტური სტრატეგიები (მეტაკოგნაცია)
შემეცნებითი პროეცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლების პროცესში მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, სწორედ ჩვენი (მასწავლებლების) დახმარებით უნვითარდებათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ეფექტურ სწავლებას; რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენე პროექტის მსვლელობისას?! მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა: მოსწავლეს სწავლების პროცესში უნდა გამოუმუშავდეს არსებული მასალიდან მნიშვნელოვანის გამორჩევის და მისი დახარისხების უნარი, პროექტის მსვლელობისას ჩაატრებული გაკვეთილების პროცესში მოსწავლეებში სწორედ ამ უნარების გამომუშავებაზე ჩანაწერის გაკეთება: ჩანაწერის გაკეთება მოსწავლეს ეხმარება ინფორმაციის კოდირებაში, როდესაც მასწავლეებელი სთხოვს მოსწავლეებს მისი საუბრის მოსმენას და ამის შემდეგ მოკლე ჩანაწერის გაკეთებას, ამ დროს მოსწავლეები , როგორც ვიცით, იდეებს საკუთარი სიტყვებით ჩაწერენ, ისინი ახდენენ ცოდნის ინტერპრეტაციას,ჩანაწერის გაკეთება უზრუნველყოფს აქტიურ მოსმენას, მასალის უკეთ დამახსოვრებას და ათვისებას , ჩემმა მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები; შედეგი თვალსაჩინო უნდა იყოს ყველა პროექტის დასრულების შემდეგ ; რა თქმა უნდა გასაგებია ის საკითხიც, რაზეც დღეს აქტიურად საუბრობენ, კერძოდ -”კომპიუტერმა ცუდი ზეგავლენა მოახდინა მოსწავლეებზე და დააშორა წიგნს”, სწორედ ამ მოსაზრების გაბათილების მიზნით მინდა მოვიყვანო მაგალითად ჩემი სამოდელო გაკვეთილები რომლებიც არა თუ აშორებს მოსწავლეებს წიგნიერებას, არამედ ისტ-ის დახმარებით ახერხებენ არსებული ცოდნის კონსტრუირებას, დამატებითი ინფორმაციებით წიგნში არსებული მასალების შევსებას , ასევე პროექტგაკვეთილების მსვლელობის დროს ისინი ხდებიან მკვლევარები, ირჩევენ კვლევის ობიექტს და წამოადგენენ შექმნილ პროდუქტს; რაც შეეხება შედეგს პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენეს პრაქტიკაში. პროექტით სწავლებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივირება და გაზარდა მათი პასუხიმგებლობა. ისინი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს, მაშინაც კი, როდესაც მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვდა.ყველა პროექტის თემა სცილდება სასწავლო პროგრამას, იღრმავებდნენ ცოდნას ისტორიაში, გეოგრაფიაში,ბიოლოგიაში, უცხო ენაში, მსჯელოდბნენ აქტუალურ პრობლემებზე, აკეთებდნენ ჩანაწერებს, იღებდნენ ინტერვიუს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს მუშაობის პროცესში, მათ შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და საინტერესო პატარა მკვლევარები გახდნენ ;მთავარი და გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროექტების თემის შერჩევა გამომდინარეობს თავად მოსწავლეთა ინტერესებიდან, ამიტომ მათი დამოკიდებულება კვლევის საგანზე უფრო პასუხისმგებლობით გამოირჩევა ;მოსწავლეები კარგად ართმევენ თავს სამუშაო პროცესს.დასახულ მიზანს მივაღწიეთ მეტ-ნაკლებად ყველა პროექტის პროექტის დასრულების შემდეგ ხდება პროექტების შეფასება ; სასწავლო პროექტის განხორცილებისას ხშირად ვიყენებ ჰოლისტურ შეფასების სქემას, რადგან კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი , ან თუნდაც სამი მახასიათებელით . ჩემს მიერ შექმნილ სქემაში გაერთიანებულია თითქმის ყველა კრიტერიუმი და ყველა მახასიათებელი , რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროეტზე მუშაობისას ; ასევე საჭიროა თვითშეფასების სქემებიც, რადგან კარგად დავინახოთ -რა და რომელი საკითხი შეიძლება მომავალში უფრო ადვილად და საინტერესოდ დავგეგმოთ ; დასკვნა : სასწავლო პროექტში ისტ-ის გამოყენება გვაძლევს საშუალებას შემდეგი დავასკვნა მიღებული შედეგით -ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები პროექტში მუშაობისას იღებენ, პრაქტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს; მოსწავლე აღარ იყო პასიური მსმენელი და მან თავად გაართვა თავი დასახულ მიზანს ჯგუფის წევრებთან ერთად;სასწავლო პროცესი მოსწავლეთათვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა;ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები პროექტში მუშაობისას იღებენ, პრაქტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს;

რეკომენდაციები. დღეს ჩემთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ძალიან ხშირად კომუნიკაცია ჩემსა და ჩემს მოსწავლეებს შორის მყარდება სწორედ ინტერნეტის გამოყენებით . მაგ. ჩემს მიერ შექმნილია ისტორიის შემეცნებითი გვერდი ”ვისწავლოთ ისტორია”, ამ გვერდზე მეც და ჩემი მოსწავლეებიც ვდებთ დამატებით .მასალებს , რომლებიც ეხმარებათ სასწავლო პროცესში; პროექტზე მუშაობის დროს ჩვენ ქმნით ჯგუფებს, სადაც არასაგაკვეთილო პროცესის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენი კვლევის შედეგებს;, ასევე ბევრი გამოწვევაა დღეს განათლებაში, ძალიან ბევრ სიახლეს სწორედ ინტერნეტის საშუალებით ვიგებთ, გასაკვირი არ არის, რომ გამიჩნდა სურვილი შემექმნა საინფორმაციო გვერდი მასწავლებლებისათვის ”მოხეტიალე ისტორიკოსი”, სადაც ერთმანეთს ვასწავლით სიახლეებს და ვუზიარებთ გამოცდილებას; სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა დამეხმარა ჩემი კოლეგისათვის შემექმნა პრეზენტაცია ”ლეკვი ლომისა სწორია”, რომელიც ქართული ენის მასწავლებლებს , ზოგადად, დაეხმარება ისტორიული ეპოქის შეხსენაბაში. მე ვფიქრობ, თუ მასწავლებლები გაითვალისწინებენ იმ მოთხოვნებს ,რასაც დღეს ჩვენს წინაშე აყენებს 21-ე საუკუნე, ზომიერების დაცვით დავნერგავთ სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მაშინ ჩვენ არა თუ დავაშორებთ მოსწავლეებს წიგნს და წიგნიერებას, არამედ მათ კვლევას და მუშაობას შევძენთ მრავალფეროვნებას და ასევე ადვილად გავცვლით მასალებს სხვა სკოლის წარმომადგენლებთანაც; დიდი მადლობა.



გამოყენებული ლიტერატურა :

1. სასწავლო ეროვნული გეგმა

2. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;

3. მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა ;

4. სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა , შეფასება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ჩემი რესურსები განთავსებულია :

5. http://abuladze1.blogspot.com

6. http://www.slideshare.net/ildamusa

7. http://lemill.net/community/people/ninoabuladze




  

მედიაწიგნიერება

     
ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება ”

        მასალას წარმოგიდგენთ -ისტორიის მასწავლებელი :ნინო აბულაძე

”კრიტიკული აზროვნება არის საკუთარი და სხვისი მოსაზრების არგუმენტირებული შეფასება” (Bick enbach and Davies.1996 p.6)ასევე საგულისხმო ფაქტია ის, რომ სწორედ კრიტიკული აზროვნება მოიცავს ”არგუმენტირებულ და გონივრულ აზროვნებას , რომელიც ადამიანს ეხმარება გაარკვიოს, რა უნდა ირწმუნოს ,, ან რა უნდა გააკეთოს” (Ennis 20011,p.1)

      სკოლებში ისტორიის სწავლებისას (ისევე როგორც სხვა საგნებში) კრიტიკულ აზროვნებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ეკისრება, გავიხსენოთ  რა წერია ე.ს.გ-ში ”მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი:შეძლებისდაგვარად უნდა შეეძლოს ისტორიული მოვლენის მიზეზების ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება; ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) დანახვა; ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების დადგენა, განსხვავებული ახსნა-განმარტებების შედარება და შეფასება. ისტორიული წყაროების მოძიება, ისტორიული მასალის (ისტორიული წერილობითი წყაროები, არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული მასალა, ისტორიულ თემაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები, ფოტოსურათები და ა.შ.) შედარება და ანალიზი; ისტორიული თემის დაწერა;ისტორიულ თემაზე გამართულ დებატებში მონაწილეობა.” (ე.ს.გ 2011-2016 .) ნამდვილად ვერ შევძლებთ ჩვენ შედეგზე გასვლას , თუ მოსწავლეებთს არ აქვთ სათანადოდ შეთვისებული კრიტიკული აზროვნება .
 კალიფორნიაში არესბულმა მომავლის ინსტიტუტმა (IFTF) გამოაქვეყნა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი უნარების სია, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად. ათეულშია სოციალური ინტელექტი , ორიგინალური აზროვნება , ინტერკუნტულური კომპეტენცია, მათემატიკური აზროვნება, მედიაწიგნიერება და ა.შ ( ”ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება” 2013 .გვ.10) პირველ ადგილს იკავებს ”შესაძლებლობა ჩაწვდე სიტყვიერად, ან სხვადასხვაგვარად გამო გამოხატული შინაარსის სიღმისეული მნიშვნელობას” (The Atlantic 2011.p1) როგორც განმარტებაში ვკითხულობთ - ის მოიცავს თავის თავში კრიტიკულ აზროვნებას
    დღევანდელ დღეს, როდესაც მოსწავლეებს უხდებათ ახალი ტექნოლოგიების ”სამყაროში” უამრავი ინფორმაციის მიღება და გაცემა; აუცილებელია, რომ მოსწავლემ  შეძლოს ამ ინფორმაციების ლაბირინთში  ინფორმაციის დახარისხება , მნიშვნელოვანის გამორჩევა , გაანალიზება, არგუმენტირებული მსჯელობა, სხვისი მოსაზრების მოსმენა, თუ საჭიროა შეცვლა საკუთარი აზრის და შესაბამისი დასკვნების გაკეთება . ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ უნარის უკეთ განვითარებაში,  როგორ შეგვიძლია ჩვენ დავგეგმოთ გაკვეთილები?   მე შემიძლია კონკრეტული მაგალითი გიჩვენოთ , როგორ ვიმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად  გაკვეთილზე , ჩემ მიერ წარმოდგენი გაკვეთილი გეგმა , ვფიქრობ , დაგაინტრესებთ

               













აბსტრაქტი


  ნებისმიერ ნაშრომს დასაწყისში უნდა ახლდეს აბსტრაქტი, მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ და ვწერთ აბსტრაქტს, მაგრამ ვინც წელს უკვე მიიღო მონაწილეობა მესამე ეროვნულ კონფერენციაზე და გაეცნო მოთხოვნებს , ყველამ იცის, რომ ჩვენი ნაშრომის დეტალური აღწერის ნაცვლად  აუცილებელი იყო დაგვეწერა აბსტრაქტი, რომელიც იქნებოდა ორიგინალური დოკუმენტი, ის ჩვენი სამუშაო პროცესის , კვლევის მოკლე ანგარიშია და  ჩვეულებრივ, ის ერთი აბზაცითაა წარმოდგენილი ცალკე გვერდზე და დაახლოებით 100-დან 300-მდე სიტყვას მოიცავს, მთავარია აბსტრაქტი დავწეროთ ისე, რომ მკითხველს გაუჩნდეს სურვილი   უფრო მეტი გაიგოს ჩვენი ნაშრომის შესახებ; სანამ უშუალოდ  დავიწყებ საუბარს როგორ დავწეროთ აბსტრაქტი და რა უნდა გავითვალისწინოთ წერის პროცესში, წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დაწერილ აბსტრაქტს, რომელიც უშუალოდ ეხება მეთორმეტე კლასში განხორციელებული გაკვეთილპროექტს ;


აბსტრატი ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობის , ნაშრომის, კვლევის მოკლე შინაარსია , ის  არ გახლავთ ამონარიდი უკვე განხორციელებული  ნაშრომიდან,