უბრალოდ, მასწავლებელი საქართველოდან ..


როდესაც მოსწავლე მასწავლებელია

როდესაც მსურს "ჩავიხედო სარკეში" და ვკითხო , "როგორი ვარ გაკვეთილზე?"  სხვა და სხვა მეთოდებს მივმართავ . გამომიცდია- #ფოტოშეფასება, #ვიდეოშეფასება , "გადაღებაშეფასება" , მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაზე საინტერესოა ჩემი "სარკის პასუხი" , როდესაც მოსწავლეს ვუცვლი როლს, ის ნინო მასწავლებელია, მე კი მისი მოსწავლე . დღეს რომ ჩემი მოსწაავლეები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას და თავად გეგმავენ რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთონ , ამაზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს , არც იმის ახსნას დავიწყებ , რამდენჯერ გაგვიკეთებია ჩვენ ეს ე. წ როლური თამაში ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში , ისიც ვიცი , რომ ეს არც ინოვაცია არ არის და არც არაჩევეულებრივი პროცესია, უმეტესობას "გვიყურებია" ჩვენი თავისთვის მოსწავლის პოზიციიდან..
უბრალოდ ერთს დავამატებ, ეს არა მარტო "სასარგებლოა" , არამედ საინტეერსოც კი .. რაც არ უნდა  ეცადოს მოსწავლემ "არასხვასმიმგვანებული" გაკვეთილი ჩაატაროს, მაინც ვხედავთ ჩვენს თავს ...და ეს ძალიან კარგია 


როცა მოსწავლე მასწავლებელიაა by Slidely Slideshow

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი..

  
  ძალიან რთულია საკუთარ თავზე ისაუბრო და იყო ობიექტური.  არ ვიცი,  მე  პირადად რამდენად შევძელი,   წარმომედგინა ჩემი ცხოვრების დინამიკა და მასწავლებლის გზა.  გასაკვირიც არ არის.   თავადპირველად არ მსურდა კონკურსში ჩაბმა , მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები ,  ვინც მიბიძგეს , გავმხდარიყავი მონაწილე ამ მეტად საინტერესო პროცესის . ეს ადამიანები ჩემი ოჯახის წევრები არიან. ხოლო  მეორე , რის შემდეგაც მივხვდი, რომ ყოყმანი არ იყო საჭირო ,  გახლავთ  ყოფილი მოსწავლის რეკომენდაცია. ეს კი ,  ვფიქრობ , ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სტიმულია .
    მე ვარ მასწავლებელი საქართველოდან
   ნინო აბულაძე 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები 2017 by Slidely Slideshow