მედიაწიგნიერება


„მედიაწიგნიერების განათლების მიზანია , ყველა ასაკის ინდივიდს დაეხმაროს კვლევისა და გამოხატვის უნარების განვითარებაში; რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია , ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნების და ეფექტური კომუნიკაციის მქონე აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას“ - ასე განსაზღვრა მედიაწიგნიერების განათლების ეროვნულმა ასოციაციამ მედიაწიგნიერების ათვლის წერტილი ;
ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას , მითუმეტეს თუ მასწავლებელი ხარ და უშუალოდ გიწევს მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება;
 2016 წლის 20 მარტს ჩატარდა კონფერენცია- კრიტიკული მედიაწიგნიერება 
გთაავზობთ ჩემს მიერ წარდგენილ მოხსენებას

Microsoft Partners in Learning Global Forum


წელიწადში ერთხელ Microsoft-ი გლობალური მასშტაბით არჩევს მასწავლებლებს.შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე , ექსპერტები პროექტსა და რეფლექსიას აგზავნიან ამერიკაში , სწორედ იქ ხდება მასწავლებლის შერჩევა . მონაწილეობის უფლება აქვთ „Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ-ექსპერტებს “,
Microsoft-იპროგრამის შერჩეული მონაწილე წელს მიემგზავრება Microsoft Partners in Learning Global Forum-ზე, რომელიც მარტის თვეში იმართება უნგრეთში , ბუდაპეშტში , სადაც მსოფლიოდან 300 მასწავლებელია მიწვეულია , მათ შორის საქართველოდან ორი პედაგოგი   ერთი გახლავართ მე, თბილისიდან , ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მეორე ხაშურიდან ნანა დაბრუნდაშვილი . ამ მაღალი კლასის ღონისძიებას ესწრებიან ინოვაციური მასწავლებლები, სკოლის და განათლების ლიდერები, ოფიციალური წარმომადგენლების ჩათვლით, მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.Microsoft-ი გლობალური მასშტაბით არჩევს მასწავლებლებს.გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ 21-ე საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის.

შესარჩევ კონკურსში ჩემ მიერ გაგზავნილი იქნა ერთ-ერთი ჩემი პროექტი და რეფლექსია, რომელიც ეხებოდა ჩემ პროფესიულ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საინტერესო სასწავლო პროცესის წარმართვის აუცილებლობას 21-ე საუკუნეში