პროექტზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციის და დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევები, მასწავლებელი ამგვარი სწავლების დროს არის ექსპერტი, დამკვირვებელი და
დამხმარე , მე მევალება ჩემი პროექტების განხორციელებებისას მოსწავლეები პასიური მდგომარეობიდან გადავიყვანო აქტიურ მდგომარეობაში და მუშაობისას აუცილებლად შეიძინოს ის კომპეტენციები, რომელიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას; ამავე დროს სასურველია , რომ პროექტები დავგეგმოტ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან ერთად, რადგან საგანთა მომცველი-ინტერდისციპლინარულ პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს დაეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში; ჩემს პროექტებში ჩართულები არიან ქართულის, უცხო ენის, ბიოლოგიის, ხელოვნების , გეოგრაფიის და ისტის მასწავლებლები , ასევე აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, რადგან ეს უკანასკნელი მოსწავლეებს ცოდნის მიღების დამატებით საშუალებას აძლევს,იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია .
მოდით განვიხილოთ, სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა , კერძოდ ჩამოვთვალოთ ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციები:
- ციფრული წიგნიერება
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ;
- თანამშრომლობა;
- რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა;
- შემოქმედებითობა;
- თვითრეგულირება;
- კრიტიკული აზროვნება
ერთად მიზნად ვისახავ გრძელვადიან სასწავლო ამოცანებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევთ დაგეგმილ შედეგებს საინფორმაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერის და ინტერნეტის ) დახმარებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების უნარ-ჩვევების დიაპაზონი კიდევ ფრო მდიდრდება , ისინი ეძებენ მასალებს ინტერნეტში, ამზადებენ pomer pointis
თვალსაჩინოების უკეთ წარმოსაჩენად და გამოცდილების გასაზიარებლად გადავწვიტე ჩემ მიერ განხორციელებული შედეგზე ორიენტირებულ პროექტებში ისტ-ის როლსა და ზოგადად თამედროვე ტექნლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პროცესზე გესაუბროთ. ჩემ მიერ სკოლაში განხორციელებული პროექტები, რომლებიც არა თუ აშორებს მოსწავლეებს წიგნიერებას, არამედ ისტ-ის დახმარებით ახერხებენ არსებული ცოდნის კონსტრუირებას, დამატებითი ინფორმაციებით წიგნში არსებული მასალების შევსებას , ასევე პროექტგაკვეთილების მსვლელობის დროს ისინი ხდებიან მკვლევარები, ირჩევენ კვლევის ობიექტს და წამოადგენენ შექმნილ პროდუქტს,
რომლის შეფასება თქვენთვის მომინდვია;ჩვენ მიერ ა განხორციელებული პროექტგაკვეთილები შეგიძლიატ ჩემ პორტფოლიოში იხილოთ ყველა პროექტი თავისი შინაარსითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ყველგან შეიმჩნევა მოსწავლეების აქტიური ჩართულება და რაც მთავარია , ყველგან კარგად ჩანს , თუ რა როლი უკავია სასწავლო პროექტებში ისტ-ს.თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში მოსწავლეებს ცოდნის მიღების დამატებით რა საშუალებას აძლევს.იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.
ნებისმიერი პროექტის დაწყების წინ უნდა გამოვყოთ მთავარი მიზანი. რა უნარებს შეიძენენ ჩვენი მოსწავლეები ამ პროექტის განხორცილებისას. აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ პროექტის თემა, უმჯობესია ისეთი თემა შევარჩიოთ, რომელიც მოსწავლეების მიერ იქნება მოწონებული, რა თქმა უნდა , აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ პროექტის თემა ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებს და დადგენილი შედეგების მიღწევაში დაგვეხმაროს; ასევე, ყველა პროექტის დაწყების წინ ჩვენ განვსაზღვრავთ პროექტის მნიშვნელობასა და აქტუალობას ;შემდგომ უკვე ვაყალიბებ მიზანს ; სამუშაოს შესასრულებლად დაგეგმილი სასწავლო პროცესი, უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი გაკვეთილისაგან , ასევე მოსწავლეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ასევე უნდა ჩამოყალიბდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ ხელს შეწყობს 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას ; განვიხილოთ მეტ-ნაკლებად ის უნარები , რომლებიც ჩვენს მიერ დასახული მიზნის შესაბამისად გაგვიყვანს ორიენტირებულ შედეგზე:
მოსწავლეთა აქტიური სწავლება , მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში დადებითად აისახება ცოდნის გადატანაზე.საჭიროა მასწავლებლემა შექმნას ცოდნის გადატანის მოდელები, კერძოდ ნებისმიერი გაკვეთილი-პროექტის დაგეგმვის წინ მასწავლებელმა უნდა გაიაზროს რომელ მეთოდებსა და აქტივობეს გამოიყენებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს შედეგზე ორიენტირებული სწავლება;პროექტის დაგეგმვა უნდა მოხდეს მოსწავლეებთან ერთად,ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ რამდენი დრო დაგვჭირდება, რა რესურსებს გამოვიყენებთ,სად მოვიძიებთ რესურსებს , როგორ იმუშავებენ მოსწავლეები და პროექტის განხორციელების გზები უნდა უზრუნველყოფდეს მიზნის მიღწევას;პროექტის მიზანი უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ ამოცანებს , უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი; კვლევითი პროექტისას მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა ლიტერატურაზე, იღებენ ინფორმაციას ,აანალიზებენ, აკეთებენ ჩანაწერებს, აჯგუფებენ მოვლენებს საერთო მახასიათებელი ნიშნების მიხედვით, გამოიმუშავებენ ისეთ ტექნიკურ ცოდნასა და უნარებს , როგორიც არის ფოტო-აპარატთან მუშაობა, microsoft word-ში მასალის აკრეფა, სურათების ჩატვირთვა ,, pomer point-ის საშუალებით პრეზენტაციების აგება;ასევე გამოიმუშავებენ შემოქმედებით უნარს-ჩანახატების გაკეთება, ჩაანწერების გაკეთება; კრიტიკული აზროვნება -მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, მოსწავლემ უნდა შეძლოს ერთი პრობლემის, ან მოვლენის შესახებ საუბარი და განხილვა ისე, რომ მას დაუკავშიროს მსგავსი მოვლენები სხვა ქვეყნების ისტორიიდან , ან შეადაროს ამავე პერიოდში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში, ანუ გააკეთოს ანალიზი და იმსჯელოს, ნებისმიერი მოვლენა , ან ადამიანის განვითარების საფეხურები იყო თუ არა სხვა ქვეყნებში, ; მოსწავლემ უნდა ისწავლოს მთავარი პრობლემის დანახვა ნებისმიერ საკითხში, ძირითადი პრობლემის გამოყოფა და მისეული ხედვით ამ პრობლემის მოგვარება;რამდენად მიღწევადია ეს პროცესი? ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარება დისკუსიები, პრეზენტაციები, ჯგუფური მუშაობები, კონფერენციები ,ამ დროს ბავშვი თავად არის მთავარი მოქმედი პირი, მან უნდა დააინტერესოს მსმენელი, კონკურეციაც გაუწიოს სხვა პრეზენტატორს , მზად უნდა იყოს კლასიდან წამოსულ შეკითხვებს უპასუხოს, მასწავლებელში უნდა დაინახოს დამხმარე ძალა , მაგრამ არა დასაყრდენი.
შემოქმედებითი აზროვნება - როგორც ვიცით ამ ტიპის აზროვნება უფრო ძლიერად განვითარებული გვხვდება ხელოვნებამოყვარულ მოსწავლეებთან, ჯგუფური მუშაობისას უნდა შევძლოთ ყველას გაუჩნდეს სურვილი შემოქმედებითად იაზროვნოს, ჩანახატის გაკეთებაზე ძირითადად პროტესტს გამოთქვავენ ის მოსწავლეები ვისაც ხატვა ცუდად ეხერხება , ამ დროს მოსწავლეს ჭირდება გამხნევება, მე სტიმულს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს უბრალო რეპლიკებით-,,იცი, მეც სულ არ ვიცი ხატვა”, ”მოდი ვსინჯოთ , იქნება და გამოგვივიდეს ერთად რამე” ან შევთაზოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით ნახატების შექმნა, ისტ-ის გამოყენება ; სწორედ ამ წახალისების შემდეგ ჩემმა ბევრმა მოსწავლემ სცადა ჩანახატის გაკეთება და მეც და ისინიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, იყო შემთხვევა, რომ მოსწავლემ ზოგადად უარი მითხრა დაწერაზე, მე მას როლური თამაში წარმოდგენა შევთავაზე- ფანტაზიით დამდგარიყო გამოქვაბულის წინ და ეფიქრა, როგორ გადაერჩინა თავი, შედეგს მივაღწიე, მან შეძლო გადმოეცა საკუთარი ემოცია და ჩანაწერშიც გამომაჟღავნა ცოდნა, ასევე ვუზიარებ ისტ-ის პროგრამებს , სადაც ისინი ქმნიან საკუთარ ჩანახატებს ;
სწავლის ეფექტური სტრატეგიები (მეტაკოგნაცია)
შემეცნებითი პროეცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლების პროცესში მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, სწორედ ჩვენი (მასწავლებლების) დახმარებით უნვითარდებათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ეფექტურ სწავლებას; რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენე პროექტის მსვლელობისას?! მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა: მოსწავლეს სწავლების პროცესში უნდა გამოუმუშავდეს არსებული მასალიდან მნიშვნელოვანის გამორჩევის და მისი დახარისხების უნარი, პროექტის მსვლელობისას ჩაატრებული გაკვეთილების პროცესში მოსწავლეებში სწორედ ამ უნარების გამომუშავებაზე ჩანაწერის გაკეთება: ჩანაწერის გაკეთება მოსწავლეს ეხმარება ინფორმაციის კოდირებაში, როდესაც მასწავლეებელი სთხოვს მოსწავლეებს მისი საუბრის მოსმენას და ამის შემდეგ მოკლე ჩანაწერის გაკეთებას, ამ დროს მოსწავლეები , როგორც ვიცით, იდეებს საკუთარი სიტყვებით ჩაწერენ, ისინი ახდენენ ცოდნის ინტერპრეტაციას,ჩანაწერის გაკეთება უზრუნველყოფს აქტიურ მოსმენას, მასალის უკეთ დამახსოვრებას და ათვისებას , ჩემმა მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები; შედეგი თვალსაჩინო უნდა იყოს ყველა პროექტის დასრულების შემდეგ ; რა თქმა უნდა გასაგებია ის საკითხიც, რაზეც დღეს აქტიურად საუბრობენ, კერძოდ -”კომპიუტერმა ცუდი ზეგავლენა მოახდინა მოსწავლეებზე და დააშორა წიგნს”, სწორედ ამ მოსაზრების გაბათილების მიზნით მინდა მოვიყვანო მაგალითად ჩემი სამოდელო გაკვეთილები რომლებიც არა თუ აშორებს მოსწავლეებს წიგნიერებას, არამედ ისტ-ის დახმარებით ახერხებენ არსებული ცოდნის კონსტრუირებას, დამატებითი ინფორმაციებით წიგნში არსებული მასალების შევსებას , ასევე პროექტგაკვეთილების მსვლელობის დროს ისინი ხდებიან მკვლევარები, ირჩევენ კვლევის ობიექტს და წამოადგენენ შექმნილ პროდუქტს; რაც შეეხება შედეგს პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენეს პრაქტიკაში. პროექტით სწავლებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივირება და გაზარდა მათი პასუხიმგებლობა. ისინი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს, მაშინაც კი, როდესაც მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვდა.ყველა პროექტის თემა სცილდება სასწავლო პროგრამას, იღრმავებდნენ ცოდნას ისტორიაში, გეოგრაფიაში,ბიოლოგიაში, უცხო ენაში, მსჯელოდბნენ აქტუალურ პრობლემებზე, აკეთებდნენ ჩანაწერებს, იღებდნენ ინტერვიუს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს მუშაობის პროცესში, მათ შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და საინტერესო პატარა მკვლევარები გახდნენ ;მთავარი და გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროექტების თემის შერჩევა გამომდინარეობს თავად მოსწავლეთა ინტერესებიდან, ამიტომ მათი დამოკიდებულება კვლევის საგანზე უფრო პასუხისმგებლობით გამოირჩევა ;მოსწავლეები კარგად ართმევენ თავს სამუშაო პროცესს.დასახულ მიზანს მივაღწიეთ მეტ-ნაკლებად ყველა პროექტის პროექტის დასრულების შემდეგ ხდება პროექტების შეფასება ; სასწავლო პროექტის განხორცილებისას ხშირად ვიყენებ ჰოლისტურ შეფასების სქემას, რადგან კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი , ან თუნდაც სამი მახასიათებელით . ჩემს მიერ შექმნილ სქემაში გაერთიანებულია თითქმის ყველა კრიტერიუმი და ყველა მახასიათებელი , რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროეტზე მუშაობისას ; ასევე საჭიროა თვითშეფასების სქემებიც, რადგან კარგად დავინახოთ -რა და რომელი საკითხი შეიძლება მომავალში უფრო ადვილად და საინტერესოდ დავგეგმოთ ; დასკვნა : სასწავლო პროექტში ისტ-ის გამოყენება გვაძლევს საშუალებას შემდეგი დავასკვნა მიღებული შედეგით -ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები პროექტში მუშაობისას იღებენ, პრაქტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს; მოსწავლე აღარ იყო პასიური მსმენელი და მან თავად გაართვა თავი დასახულ მიზანს ჯგუფის წევრებთან ერთად;სასწავლო პროცესი მოსწავლეთათვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა;ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები პროექტში მუშაობისას იღებენ, პრაქტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს;
რეკომენდაციები. დღეს ჩემთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ძალიან ხშირად კომუნიკაცია ჩემსა და ჩემს მოსწავლეებს შორის მყარდება სწორედ ინტერნეტის გამოყენებით . მაგ. ჩემს მიერ შექმნილია ისტორიის შემეცნებითი გვერდი ”ვისწავლოთ ისტორია”, ამ გვერდზე მეც და ჩემი მოსწავლეებიც ვდებთ დამატებით .მასალებს , რომლებიც ეხმარებათ სასწავლო პროცესში; პროექტზე მუშაობის დროს ჩვენ ქმნით ჯგუფებს, სადაც არასაგაკვეთილო პროცესის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენი კვლევის შედეგებს;, ასევე ბევრი გამოწვევაა დღეს განათლებაში, ძალიან ბევრ სიახლეს სწორედ ინტერნეტის საშუალებით ვიგებთ, გასაკვირი არ არის, რომ გამიჩნდა სურვილი შემექმნა საინფორმაციო გვერდი მასწავლებლებისათვის ”მოხეტიალე ისტორიკოსი”, სადაც ერთმანეთს ვასწავლით სიახლეებს და ვუზიარებთ გამოცდილებას; სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა დამეხმარა ჩემი კოლეგისათვის შემექმნა პრეზენტაცია ”ლეკვი ლომისა სწორია”, რომელიც ქართული ენის მასწავლებლებს , ზოგადად, დაეხმარება ისტორიული ეპოქის შეხსენაბაში. მე ვფიქრობ, თუ მასწავლებლები გაითვალისწინებენ იმ მოთხოვნებს ,რასაც დღეს ჩვენს წინაშე აყენებს 21-ე საუკუნე, ზომიერების დაცვით დავნერგავთ სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მაშინ ჩვენ არა თუ დავაშორებთ მოსწავლეებს წიგნს და წიგნიერებას, არამედ მათ კვლევას და მუშაობას შევძენთ მრავალფეროვნებას და ასევე ადვილად გავცვლით მასალებს სხვა სკოლის წარმომადგენლებთანაც; დიდი მადლობა.
გამოყენებული ლიტერატურა :
1. სასწავლო ეროვნული გეგმა
2. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;
3. მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა ;
4. სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა , შეფასება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩემი რესურსები განთავსებულია :
5. http://abuladze1.blogspot.com
6. http://www.slideshare.net/ildamusa
7. http://lemill.net/community/people/ninoabuladze
No comments:
Post a Comment