Tuesday, January 12, 2016

მედიაწიგნიერება

     
ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება ”

        მასალას წარმოგიდგენთ -ისტორიის მასწავლებელი :ნინო აბულაძე

”კრიტიკული აზროვნება არის საკუთარი და სხვისი მოსაზრების არგუმენტირებული შეფასება” (Bick enbach and Davies.1996 p.6)ასევე საგულისხმო ფაქტია ის, რომ სწორედ კრიტიკული აზროვნება მოიცავს ”არგუმენტირებულ და გონივრულ აზროვნებას , რომელიც ადამიანს ეხმარება გაარკვიოს, რა უნდა ირწმუნოს ,, ან რა უნდა გააკეთოს” (Ennis 20011,p.1)

      სკოლებში ისტორიის სწავლებისას (ისევე როგორც სხვა საგნებში) კრიტიკულ აზროვნებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ეკისრება, გავიხსენოთ  რა წერია ე.ს.გ-ში ”მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი:შეძლებისდაგვარად უნდა შეეძლოს ისტორიული მოვლენის მიზეზების ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება; ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) დანახვა; ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების დადგენა, განსხვავებული ახსნა-განმარტებების შედარება და შეფასება. ისტორიული წყაროების მოძიება, ისტორიული მასალის (ისტორიული წერილობითი წყაროები, არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული მასალა, ისტორიულ თემაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები, ფოტოსურათები და ა.შ.) შედარება და ანალიზი; ისტორიული თემის დაწერა;ისტორიულ თემაზე გამართულ დებატებში მონაწილეობა.” (ე.ს.გ 2011-2016 .) ნამდვილად ვერ შევძლებთ ჩვენ შედეგზე გასვლას , თუ მოსწავლეებთს არ აქვთ სათანადოდ შეთვისებული კრიტიკული აზროვნება .
 კალიფორნიაში არესბულმა მომავლის ინსტიტუტმა (IFTF) გამოაქვეყნა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი უნარების სია, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად. ათეულშია სოციალური ინტელექტი , ორიგინალური აზროვნება , ინტერკუნტულური კომპეტენცია, მათემატიკური აზროვნება, მედიაწიგნიერება და ა.შ ( ”ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება” 2013 .გვ.10) პირველ ადგილს იკავებს ”შესაძლებლობა ჩაწვდე სიტყვიერად, ან სხვადასხვაგვარად გამო გამოხატული შინაარსის სიღმისეული მნიშვნელობას” (The Atlantic 2011.p1) როგორც განმარტებაში ვკითხულობთ - ის მოიცავს თავის თავში კრიტიკულ აზროვნებას
    დღევანდელ დღეს, როდესაც მოსწავლეებს უხდებათ ახალი ტექნოლოგიების ”სამყაროში” უამრავი ინფორმაციის მიღება და გაცემა; აუცილებელია, რომ მოსწავლემ  შეძლოს ამ ინფორმაციების ლაბირინთში  ინფორმაციის დახარისხება , მნიშვნელოვანის გამორჩევა , გაანალიზება, არგუმენტირებული მსჯელობა, სხვისი მოსაზრების მოსმენა, თუ საჭიროა შეცვლა საკუთარი აზრის და შესაბამისი დასკვნების გაკეთება . ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ უნარის უკეთ განვითარებაში,  როგორ შეგვიძლია ჩვენ დავგეგმოთ გაკვეთილები?   მე შემიძლია კონკრეტული მაგალითი გიჩვენოთ , როგორ ვიმუშაოთ მოსწავლეებთან ერთად  გაკვეთილზე , ჩემ მიერ წარმოდგენი გაკვეთილი გეგმა , ვფიქრობ , დაგაინტრესებთ

               













No comments:

Post a Comment