სასწავლო
პროექტი პრობლემის გადაჭრის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა,
რომლის დროსაც ვითარდება კვლევით , შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო
უნარები. პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა;პროექტზე მუშაობისას
შეძენილ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკაში;პროექტზე დაფუძნებული სწავლება
მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას , ისინი ხალისით მუშაობენ , რაც არ უნდა რთული იყო
დასახული მიზანი ერთად ეძებენ გზებს, რომელიც ყველა სირთულეს ერთად გადაალახინებს,
როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს; პროექტგაკვეთილი სრულიად განსხვავებულია ტრადიციული გაკვეთილისაგან,
გარდა იმისა რომ ისინი მთელ რიგ აქტივობებს ანხორციელებენ სკოლაში, აუცილებელია სკოლისგარეშე
დაწესებულებების ჩართვა სასწავლო პროცესში, მაგალითად მუზეუმების, შეხვედრა ცნობილ
ადამიანებთან, ინტერვიუს აღება და სხვა მრავალი
აქტივობა;
პროექტზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ,
რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციის და დამოუკიდებელი სწავლების
უნარ-ჩვევები, მასწავლებელი ამგვარი სწავლების დროს არის ექსპერტი, დამკვირვებელი და
დამხმარე , მე მევალება ჩემი პროექტების განხორციელებებისას მოსწავლეები პასიური მდგომარეობიდან
გადავიყვანო აქტიურ მდგომარეობაში და მუშაობისას აუცილებლად შეიძინოს ის კომპეტენციები, რომელიც გაუადვილებს
პროექტზე მუშაობას; ამავე დროს სასურველია , რომ პროექტები დავგეგმოტ სხვადასხვა საგნის
პედაგოგებთან ერთად, რადგან საგანთა მომცველი-ინტერდისციპლინარულ პროექტებში მონაწილეობა
მოსწავლეებს დაეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში; ჩემს პროექტებში
ჩართულები არიან ქართულის, უცხო ენის, ბიოლოგიის, ხელოვნების , გეოგრაფიის და ისტის
მასწავლებლები , ასევე აუცილებელია თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, რადგან ეს უკანასკნელი მოსწავლეებს ცოდნის მიღების დამატებით საშუალებას
აძლევს,იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია .
No comments:
Post a Comment