კორნელის მეთოდი შემუშავდა 1950 წელს , კორნელის უნივერსიტეტში , პროფესორ უოლტერ პაუკის მიერ , რომელიც გახლავთ ავტორი წიგნისა "როგორ ვისწავლოთ კოლეჯში"
ამ მეთოდის მთავარი ამოცანაა - მოკლე ჩანაწერების გაკეთება სასწავლო პროცესის დროს , რომელიც დაგვეხმარება მეხსიერებაში "შევინახოთ" მასალა ;
კორნელის მეთოდი მეტ-ნაკლებად გვახსენებს ჩვენ სამუშაო პროცეს, გავიხსენოთ, როგორ ვაკეთებთ ჩანაწერებს?! ხშირ შემთხვევაში- ფურცელს ვყოფთ ორ ნაწილად, ერთ მხარეს ჩამოვწერთ ძირითად საკითხებს, მეორე მხარეს კი ვუწერთ განმარტებებს , თეზისებს , მოკლე ახსნას ,პირველი განსხვავება ჩვენ ჩანაწერებსა და კორნელის მეთოდს შორის სწორედ აქ არის, ფურცელს ვყოფთ არა ორ ნაწილად, არამედ სამ ნაწილად , ფურცლის მარცხენა მხარეს ვწერთ საკითხის მიმანიშნებელ სიტყვას, ან ფორმულას, ან გავაკეთოთ ჩანახატი , მარჯვენა მხარეს კი ვაკეთებთ განმარტებას, ახსნას , რომელიც გვეხმარება დავიმახსოვროთ მთავარი საკითხის ძირითადი მნიშვნელობა ; მაგალითისთვის , წარმოვიდგინოთ, რომ ვხსნით დამწერლობას და მოსწავლეებ ვუხსნით დამწერლობის განვითარების უძველეს პერიოდს, როდესაც ადამიანმა ჯერ არ იცოდა რა იყო დამწერლობა, მაგრამ ის ცდილობდა თავისი ემოცია დაეტოვებინა ნახატი სახით, ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს მასალა მოსწავლემ ჩაიწეროს "კორნელის მეთოდის" მიხედვით :
როგორც ხედავთ, ეს მეთოდი როგორც ჩვენ, ასევე მოსწავლეებს დაგვეხმარება გავაკეთოთ მოკლე და საინტერესო მასალები , რომელიც ხელს შეუწყობს , როგორც მასალის გააზრება-დამახსოვრებას, ასევე სწავლის პროცესის გაუმჯობესებას ;
დღეს საქართველოში მასწავლებლები უკვე იყენებენ "კორნელის ჩანაწერებს"ჩემი კოლეგები სხვადასხვა რეგიონიდან ხშირად მიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას , გორის მუნიციპალიტეტის სკრის საჯარო სკოლაშიდაწყებითი კლასის მასწავლებელი ლელა გოგინაშვილი დაწყებითი კლასის მასწავლეებლია, ის მოსწავლეებთან ხშირად იყენებს კორნელის მეთოდს, აქვე შემიძლია შემოგთავაზოთ ის მასალა, რომელიც ლელამ გამიზიარა , ვფიქრობ ძალიან საინტერესო ჩანაწერია
,
ვერ ვიტყვი, რომ ეს მეთოდი კარგად ვიცი, თუ მომწერთ თქვენ მოსაზრებებს, ძალიან გამახარებთ
დამხმარე მასალა - http://stabilopoint88.ru/metod_corneli.html
http://romankalugin.com/metod-korneli-dlya-effektivnyih-zametok/
ეს მეთოდი ძალიან კარგია დაკვირვებისთვის, ლიტერატურის შესწავლისა და ნებისმიერი საკვლევი სამუშაოს ჩანაწერების გაკეთებისათვის და სხვა.რაც მთავარია მოსწავლეებს დაეხმარება აზროვნების განვითარებასა და საინფორმაციო მასალის კატეგორიზაციაში.
ReplyDeleteძალიან კარგი მეთოდია. ვიყენებ ახალი მასალის დამუშავებისას.
ReplyDeleteეს მეთოდი უწყობას ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინფორმაციის დახარისხებას და დამახსოვრებას. ჩანაწერების გაკეთება შეიძლება ლექციის მოსმენისას, წიგნის წაკითხვისას, ვიდეოს ყურებისას და ა.შ.