Saturday, February 13, 2016

Microsoft Partners in Learning Global Forum


წელიწადში ერთხელ Microsoft-ი გლობალური მასშტაბით არჩევს მასწავლებლებს.შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე , ექსპერტები პროექტსა და რეფლექსიას აგზავნიან ამერიკაში , სწორედ იქ ხდება მასწავლებლის შერჩევა . მონაწილეობის უფლება აქვთ „Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ-ექსპერტებს “,
Microsoft-იპროგრამის შერჩეული მონაწილე წელს მიემგზავრება Microsoft Partners in Learning Global Forum-ზე, რომელიც მარტის თვეში იმართება უნგრეთში , ბუდაპეშტში , სადაც მსოფლიოდან 300 მასწავლებელია მიწვეულია , მათ შორის საქართველოდან ორი პედაგოგი   ერთი გახლავართ მე, თბილისიდან , ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მეორე ხაშურიდან ნანა დაბრუნდაშვილი . ამ მაღალი კლასის ღონისძიებას ესწრებიან ინოვაციური მასწავლებლები, სკოლის და განათლების ლიდერები, ოფიციალური წარმომადგენლების ჩათვლით, მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.Microsoft-ი გლობალური მასშტაბით არჩევს მასწავლებლებს.გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ 21-ე საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის.

შესარჩევ კონკურსში ჩემ მიერ გაგზავნილი იქნა ერთ-ერთი ჩემი პროექტი და რეფლექსია, რომელიც ეხებოდა ჩემ პროფესიულ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საინტერესო სასწავლო პროცესის წარმართვის აუცილებლობას 21-ე საუკუნეში 

6 comments:

  1. ბრავო,ნინო! მხოლოდ ამ პრეზენტაციითაც შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რამხელა შრომაა პროექტში ჩადებული. კვლავაც წარმატებები შენ და შენს მოსწავლეებს!

    ReplyDelete
  2. ბრწყინვალე ნამუშევარია. ყოჩაღ თქვენს შრომისმოყვარეობას და შემართებას !!!

    ReplyDelete
  3. შესანიშნავია.კვლავაც ბევრი წარმატება მომელოცოს!!!

    ReplyDelete