Wednesday, September 12, 2018

გარედაკვირვებიდან სტატუსის ამაღლებამდე

გარედაკვირვება დღეს უკვე მასწავლებლებში საკმაოდ ცნობილი აქტივობაა.  ეს არის ის , რაც გვაძლევს საშუალებას უფროსის სტატუსი შევიცვალოთ წამყვანის სტატუსით.. ამ პროცეს ერთი კარგი შედეგი აქვს -ანაზღაურების მომატება . აქ არ მოვყვები დეტალებს რამდენი გვემატება და როგორ ხდება სტატუსის ცვლილება .  ვინც ველოდებით როდის შეიცვლება ჩვენს ე.წ ესქულში სტატუსი უფროსი, სანატრელი წამყვანით ,  ყველაფერი ვიცით და ცოტა დაძაბულობაც იგრძნობა ; სახუმარო საქმე ხომ არ არის, ამ ბოლო დღეებში  ერთბაშად შეიცვალა რამდენიმე თანამდებობის პირი და მათ რიცხვში ის ადამიანი , ვინც ჩვენი დოკუმენტაციის შემოწმების მერე გამოსცემდა ბრძანებას და გვახარებდა ესქული დეიდა  - შენ ახალ საფეხურზე ხარ! ერთ საღამოს მღელვარებად აგორებული ტალღის დაშოშმინება შეძლო გზავნილმა იმის შესახებ, რომ არაფერი არ ემუქრებ ჩვენს სტატუსის ამაღლებას , ერთი გარემოების გარდა - ყველა დოკუმენტი წესრიგში უნდა გვქონდეს  ( მიყვარს მანანა რატიანი, ყოველთვის დროული და დამამშვიდებელი პასუხი აქვს )  ამასობაში კიდევ ერთხელ გადავხედე მასალებს , რესურსები მოვათავსე ჩემს გვერდზე და უცბად გამახსენდა, რად არ
ვუზიარებ მეგობრებს, უცონებებს .. ? ! ზუსტად გუშინ ერთი კითხვარი შევავსე და იქ იყო ასეთი შეკითხვა, რამდენ რესურსს ამზადებო? არც დავფიქრდი პასუხად დავწერე -მრავალს! თუმცა არანაკლებია ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსები , მაგალითად,  გარედაკვირვების დროს შექმნილი 4 პლაკატი ჩემთვის ძვირფასია :) წელს , უფრო სწორად განვლილ წელს რთული პერიოდი მქონდა , ვფიქრობდი კიდეც გამევლო თუ არა გარედაკვირვება , მადლობა იმ მეგობრებს , ვინც მირჩია მეცადა , ვინც დამცინა ჩემი შიშის გამო .. ვინც გამამხნევა , ვინც დამეხმარა ვყოფილიყავი ნინო და არა სხვა ვინმე ;
  ახალი სასწავლო წელი მოდის , როდის სემეცვლება სტატუსი არ ვიცი , მაგრამ ვინმეს თუ მერვე კლასში რესურსები დაგჭირდათ , ჩემს გვერდზეა. ერთი თხოვნა მაქვს , გამოიყენეთ , ოღონდ ერთი ლამაზი ქალბატონივით არავითარ შემთვევაში არ მიითვისოთ , თუმცა ვიცი რომ ბევრს ამის შეხსენება არც კი  გჭირდებათ ; 

9 comments:

  1. ნინო წარმატებები..საუკეთესო ადამიანი და მასწავლებელი ხარ...

    ReplyDelete
  2. გავეცანი და ვისიამოვნე...მეც ვნერვიულობ ცოტას გარედაკვირვებაზე...და ამ გულწრფელმა პოსტმა სიმშვიდე მომიტანა...მადლობა, ნინო...<3

    ReplyDelete
  3. ნინო წარამტებები შენი პოსტი სტატუსის ამაღლებაზე ნამდვილად დროული იყო , წარმატებები და კიდევ წარმატებები

    ReplyDelete
  4. მალე მენტორის სტუსის ლოდინით აღელვებული მენახე. ბევრი წარმატება შენ!

    ReplyDelete
  5. მიყვარს ნიჭიერი და უშუალო,კომუნიკაბელური ადამიანები.თქვენ ზუსტად ასეთი ბრძანდებით.წარმატებები მოეტანოს ახალ სასწავლო წელს...

    ReplyDelete
  6. წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო!

    ReplyDelete
  7. ძალიან დიდი მადლობა შეფასებისა და დაფასებისათვის <3

    ReplyDelete
  8. ნინო, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! ბედნიერ და წარმატებულ წელიწადს გისურვებ! <3

    ReplyDelete
  9. მინდა დაგამშვიდო ქალბატონო ნინო, მეც ველოდები გარე დაკვირვებას და სულ არ ვნერვიულობ, ეგრე იყო როც ასიდა შეფასების გაკვეთილებს ითხოვდნენ სავალდებულოდ ძალიან მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა და წარმატებასაც არ დაუყოვნებია, ესე ვფიქრობ ეხლაც. მინდა წარმატებები გისურვო და მალე წმყვანობაც პროფესიაში.ასევე საკუთარ თავსაც ვუსურვო რომ მშვიდ და წყნარ გარემოში გავიარო ყველაფერი ეს და წავიდე კარიერულად წინ.

    ReplyDelete