Thursday, November 23, 2017

როდესაც მოსწავლე მასწავლებელია

როდესაც მსურს "ჩავიხედო სარკეში" და ვკითხო , "როგორი ვარ გაკვეთილზე?"  სხვა და სხვა მეთოდებს მივმართავ . გამომიცდია- #ფოტოშეფასება, #ვიდეოშეფასება , "გადაღებაშეფასება" , მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაზე საინტერესოა ჩემი "სარკის პასუხი" , როდესაც მოსწავლეს ვუცვლი როლს, ის ნინო მასწავლებელია, მე კი მისი მოსწავლე . დღეს რომ ჩემი მოსწაავლეები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას და თავად გეგმავენ რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთონ , ამაზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს , არც იმის ახსნას დავიწყებ , რამდენჯერ გაგვიკეთებია ჩვენ ეს ე. წ როლური თამაში ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში , ისიც ვიცი , რომ ეს არც ინოვაცია არ არის და არც არაჩევეულებრივი პროცესია, უმეტესობას "გვიყურებია" ჩვენი თავისთვის მოსწავლის პოზიციიდან..
უბრალოდ ერთს დავამატებ, ეს არა მარტო "სასარგებლოა" , არამედ საინტეერსოც კი .. რაც არ უნდა  ეცადოს მოსწავლემ "არასხვასმიმგვანებული" გაკვეთილი ჩაატაროს, მაინც ვხედავთ ჩვენს თავს ...და ეს ძალიან კარგია 


როცა მოსწავლე მასწავლებელიაა by Slidely Slideshow

No comments:

Post a Comment