მოსწავლეების საჭიროებების დადგენის შემდეგ მასწავლებლებმა უნდა იფიქრონ, თუ რა მიმართულებით აიმაღლონ კვალიფიკაცია, რათა უპასუხონ მოსწავლეების წინაშე არსებულ გამოწვევებს. მოსწავლეების საჭიროებების ანალიზის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მასწავლებლებმა უნდა იმსჯელონ ცოდნის, დამოკიდებულებების, უნარების, მისწრაფებებისა და ქცევის კონტექსტში: რა უნდა ვიცოდე, რისი უნდა მჯეროდეს, რისი გაკეთება უნდა შემეძლოს, რისი სურვილი უნდა მქონდეს და როგორ უნდა ვიქცეოდე, რათა დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს სასურველი სასწავლო მიზნების მიღწევაში? მოსწავლეებისა და მასწავლებლებლების საჭიროებების კავშირი ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
No comments:
Post a Comment